დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის გამორჩეულად საინტერესო სატრანსფერო ამბებს.
იუვენტუსს ჯოვინკოს უფასოდ გაშვება არ სურს
ინგლისური პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი “იუვენტუსის” შემტევით, სებასტიან ჯოვინკოს გადაბირებითაა დაინტერესებული. ტურინში აღნიშნული დაინტერესების თაობაზე იციან და ფეხბურთელის უფასოდ გაშვება არ სურთ.
სიტის ჯეი როდრიგესი სურს
“მანჩსტერ სიტი” მილნერთან განშორების შემთხვევაში “საუთჰემპტონის” ფორვარდის, ჯეი როდრიგესის ყიდვას შეეცდება. მანჩესტერელებს ლეგიონერებზე დაწესებულ ლიმიტთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვთ. ამიტომ, ინგლისელ ფეხბურთელთან განშორების შემთხვევაში ახალწვეულიც აღნიშნული ქვეყნის პასპორტის მქონე უნდა იყოს.
იუვენტუსი არგენტინელით ძლიერდება
“იუვენტუსი” “ბოკა ხუნიორსიდან” ტომას პოკეტინოს გადაბირებას აპირებს. 1996 წელს დაბარებულ ფეხბურთელს იტალიური პასპორტი აქვს. შესაბამისად, ლიმიტის პრობლემა ამ შემთხვევაში აქტუალური არ იქნება.
მოსალოდნელია, რომ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ “იუვე” ფეხბურთელს “სასუოლოში” გაანათხოვრებს.
ჩელსი ახალგაზრდა რუმინელს შეიძენს
ლონდონის “ჩელსი” შემადგენლობას 17 წლის რუმინელი ფეხბურთელით გააძლიერებს. “არისტოკრატები” “ვიტორულადან” კრისტიან მანის 2,5 მილიონ ევროდ შეიძენენ. აღსანიშნავია, რომ მანი რუმინეთის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში უთამაშია.
პედრო ინგლისურ კლუბებს სურთ
ლონდონის “არსენალი” და “ლივეპრული” “ბარსელონადან” პედროს გადაბირებით ინტერესდებიან. კლუბის შეცვლა ესპანეთის ნაკრების მოთამაშესაც სურს.