დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის ყველაზე საინტერესო სატრანსფერო ამბებს.
მონაკოს ბარდი ნებისმიერ ფასად სურდა
“ინტერის” ახლაგაზრდა მეკარე ფრანჩესკო ბარდი, რომელიც იჯარით “კიევოში” გადაბარგდა, “მონაკოს” ინტერესთა სფეროში იყო მოხვედრილი. საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონი მზად იყო ფეხბურთელში სოლიდური თანხა გადაეხადა, თუმცა მეკარე ამ ვარიანტით არ დაინტერესდა.
პსჟ რონალდუსთვის არ იბრძოლებს
პარიზული კლუბი კრიშტიანუ რონალდუს გადაბირებას არ აპირებს. მართალია, “პსჟ”-ს ხელმძღვანელობის მხრიდან ფეხბურთელის მიმართ ინტერესი იყო, თუმცა ფინანსური ფეარ-პლეის პრინციპების დარღვევის გამო პარიზული კლუბი სატრანსფერო ბაზარზე დიდ თანხებს ვერ დახარჯავს.
ლივერპული ლავესიზე ფიქრობს
“ლივერპული” ეზეკილ ლავესის გადაბირებაზე კვლავ ფიქრობს. “პსჟ”-ს ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, თუმცა ახალ კონტრაქტზე ჯერჯერობით ვერ უთანხმდება.
ოზილი ბაიერნში?
მიუნხენის “ბაიერნი” ლონდონის “არსენალიდან” მესუთ ოზილის გადაბირებაზე დაფიქრდა. გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი “არსენალში” ჯერჯერობით თავის საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებს, თუმცა არსენ ვენგერი მასთან განშორებას არ აპირებს.
სნეიდერით იუვენტუსი ინტერესდება
უესლი სნეიდერმა მწვრთნელთან კონფლიქტის გამო, შესაძლოა, “გალათასარაი” დატოვოს. ამის ფონზე ფეხბურთელისადმი ინტერესს ტურინის “იუვენტუსი” იჩენს.