დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
მარსელი ჟინიაკს შეელევა
შესაძლოა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “მარსელის” რიგები ანდრე-პიერ ჟინიაკმა დატოვოს. ფეხბურთელს კონტრაქტის მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება. ამიტომ, “მარსელი” ფინანსური სარგებლის ნახვას აპირებს და მოთამაშის სარფიანად გაყიდვა სურს. კონტრაქტის გახანგრძლივება კი ფაქტობრივად გამორიცხულია.
ტოტენჰემი და ლივერპული ალისთვის იბრძოლებენ
“ტოტენჰემი” და “ლივერპული” 18 წლის დელე ალისთვის იბრძოლებენ, რომელიც ამჟამად “მილტონის” ღირსებას იცავს. ფეხბურთელის ფასი 10 მილიონი გირვანქაა.
სოლდადო ინტერის და ატლეტიკოს მიზანია
“ინტერი” და “ატლეტიკო” ინტერესს რობერტო სოლდადოს მიმართ იჩენენ, რომელიც “ტოტენჰემის” ღირსებას იცავს. გასულ წელს ლონდონელებმა ესპანელი 26 მილიონად შეიძნეს, თუმცა ახლა მზად არიან ფეხბურთელი ნაკლებ ფასად გაასხვისონ.
რეალს სტერლინგი სურს
“ლივერპულის” ვინგერი რაჰიმ სტერლინგი მადრიდის “რეალის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. მოთამაშის დამატება კარლო ანჩელოტის პირადი სურვილია. ახალგაზრდა ნახევარმცველი და “ლივერპული” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.
სალაჰი ტოტენჰემში?
“ტოტენჰემი” ლონდონის “ჩელსიდან” მოჰამედ სალაჰის გადაბირებითაა დაინტერესებული. ეგვიპტელი “არისტოკრატთა” ძირითადში ვერ ხვდება და კლუბის გამოვლაზე ფიქრობს.