დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
რაულ ხიმენესი ხეტაფეში გადადის
“ატლეტიკო” მექსიკელ ფორვარდ რაულ ხიმენესს ზამთარში შეელევა. დიეგო სიმეონეს ფეხბურთელის პრიმერას ორმელიმე კლუბში სურს განათხოვრება. საუბრუბენ, რომ ხიმენესისადმი ინტერესს “ხეტაფე” იჩენს.
რეალი როისს შეუთანხმდა
მადრიდის “რეალი” დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელს, მარკო როისს შეუთანხმდა. ესპანური პრესის ცნობით გერმანელმა თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაიფიქრა და სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდში გადაბარგდება.
50 მილიონი ოტამენდიში
“ვალენსია” ნიკოლას ოტამენდის “მანჩესტერში” გაშვებას არ აპირებს. ესპანელები მცველს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევიან, თუ ინგლისური კლუბი 50 მილიონ ევროს გადაიხდის.
ნაპოლის არბელოა სურს
მადრიდის “რეალის” 31 წლის მცველი ალბარო არბელოა “ნაპოლის” ინტერესთა სფეროში რჩება. მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის დროს მოთამაშე იტალიური კლუბის პრიორიტეტული მიზანი იქნება.
ლესტერის მოთამაშე ევროპული გრანდების ინტერესთა სფეროში
“ლესტერ სიტის” 16 წლის ფეხბურთელით ჰამზა ჩოუდხურით წამყვანი ევროპული კლუბები ინტერესდებიან. ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეს “რეალი”, “ბარსელონა”, “მანჩესტერი” და “ჩელსი” აკვირდებიან.