დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის ყველაზე საინტერესო სატრანსფერო ამბებს.
კონოპლიანკა იტალიისთვის მზად არის
იტალიური პრესის ცნობით “დნიპროს” ნახევარმცველი ევგენი კონოპლიანკა კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს. უკრაინელი ფეხბურთელისადმი ინტერესს “რომა”, “ფიორენტინა” და “ინტერი” იჩენენ.
აიუ ინგლისური კლუბების ინტერესთა სფეროში
“ჩელსი” და “ლივერპული” ფრანგული “მარსელიდან” ანდრე აიუს გადაბირებისთვის იბრძოლებენ. პრემიერლიგაში ძალების მოსინჯვით თავად მოთამაშეც დაინტერესებულია.
შურლე ლონდონიდან არ მიდის
“ჩელსის” შემტევი ანდრე შურლე, მიუხედავად რეგულარული სათამაშო პრაქტიკის არქონისა, კლუბიდან წასვლის ვარიანტს არ განიხილავს. გერმანელი ფეხბურთელის გადაბირებით “ატლეტიკოა” დაინტერესებული, თუმცა შურლე მომავალს მხოლოდ ლონდონურ კლუბს უკავშირებს.
კუადრადო და ფიორენტინა ვერ თანხმდებიან
“ფიორენტინა” და ხუან კუადრადო ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე ვერ თანხმდებიან. ფლორენციული კლუბი მოთამაშეს ხელფასის წელიწადში 1,2 მილიონიდან 2-მდე გაზდრას სთავაზობს, თუმცა კოლუმბიელი სხვა კლუბების წინადადებებს განიხილავს.
ლივერპულს ბენზემა სურს
“ლივერპული” მადრიდის “რეალიდან” კარიმ ბენზემას გადაბირების შესაძლებლობას განიხილავს. ბრიტანული პრესის ცნობით, მერსისაიდელები ფრანგის ყიდვას ზამთარში, ან მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეცდებიან.