დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
ვესტ ჰემი კერლოს ყიდის
ლონდონის “ვესტ ჰემი” მზად არის ენდი კეროლი 10 მილიონ ევროდ გაყიდოს. ერთადერთი კლუბი, რომელიც 25 წლის მოთამაშისადმი ინტერესს იჩენს “ნიუკასლია”, რომლის ღირსებას კეროლი უკვე იცავდა.
იუნაიტედი იანგს შეელევა?
“მანჩესტერ იუნაიტედი” ეშლი იანგის გასხვისებას აპირებს. ინგლისური პრესის ცნობით ფეხბურთელი ლუი ვან გაალის გეგმებში არ ჯდება. 29 წლის ნახევარმცველით პრემიერლიგის რამდენიმე გუნდი ინტერესდება
სიტი: ბარკლი ან პოგბა
იმ შემთხვევაში თუ “მანჩესტერ სიტი” “ევერტონიდან” როს ბარკლის გადაბირებას ვერ შესძლებს, მანჩესტერელები პოლ პოგბას ყიდვას ეცდებიან. თუმცა, პრიორიტეტად ბარკლი ითვლება. დიდწილად მისი ინგლისური პასპორტის გამო.
რაბიოს რომაში სურს
პსჟ-ს ახალგაზრდა მცველმა ადრიან რაბიომ “არსენალში” გადასვლაზე უარი თქვა. ბრიტანული პრესის ცნობით ფეხბურთელი მიმიდნარე სეზონს პარიზულ კლუბში ჩაამთავრებს, რის შემდეგაც კარიერის გასაგრძელებლად “რომაში” გაემგზავრება.
იუვე პსვ-ს 5 მოთამაშით ინტერესდება
ტურინის “იუვენტუსი” ჰოლანდიური პსვ-ს 5 ფეხბურთელისადმი იჩენ ინტერესს. იტალიური პრესის ცნობით “იუვეს” ყურადღება ბრუმმა, ვეინალდუმმა, მემფის დეპეიმ, ბაკალიმ და იორიტ ჰენდრიქსმა მიიქციეს.