დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
სიტის როისი სურს
“მანჩესტერ სიტიმ” დორტმუნდის “ბორუსიას” მარკო როისის ტრანსფერზე ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა. თუმცა, ინგლისელები ჯერ მხოლოდ დაინტერესებით შემოიფარგლნენ და კონკრეტულ თანხაზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის.
ლიხტშტაინერი იუვეში დარჩება
შტეფან ლიხტშტაინერი დიდი ალბათობით “იუვენტუსთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ტურინული კლუბის მენეჯერი ბეპე მაროტა მოთამაშის აგენს შეხვდა, რომელმაც მისი კლიენტის კლუბში დარჩენის სურვილი დაადასტურა.
სოლდადო სევილიაში?
“ტოტენჰემი” 29 წლის ესპანელი ფორვარდი რობერტო სოლდადო ზამთარში, შესაძლოა, სამშობლოს დაუბრუნდეს. ფეხბურთელისადმი ინტერესს “სევილია” იჩენს.
სოლდადო პრემიერლიგაში 2013 წლის ზაფხულში გადაბარგდა, მაგრამ გასულ სეზონში მხოლოდ 6 გოლის გატანა შესძლო.
მოურინიო დანი ალვეშის აგენტს დაუკავშირდა
“ჩელსის” მწვრთნელი ჟოზე მოურინიო “ბარსელონას” მცველის, დანი ალვეშის აგენტს დაუკავშირდა. მომდევნო ზაფხულში ბრაზილიელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება და პორტუგალიელსაც მისი ნახვა საკუთარ კლუბში სურს.
ხედირა მილანსაც მოუნდა
“რეალის” ნახევარმცველის, სამი ხედირასთვის ბრძოლაში “მილანიც” ჩაერთო. გერმანელი ფეხბურთელის კონტრაქტი სეზონის ბოლოს სრულდება, ამიტომ მადრიდელები მის გაყიდვას ზამთარში აპირებენ. ხედირასადმი ინტერესს ინგლისური გრანდებიც იჩენენ.