დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
მილანს უჩიდა აინტერესებს
“მილანის” რიგებში, შესაძლოა, კიდევ ერთი იაპონელი ფეხბურთელი გამოჩნდეს. უცხოური პრესის ცნობით “როსონერი” “შალკეს” მცველით, აცუდო უჩიდას გადაბირებით დაინტერესდნენ.
ბორინი ლივერპულში ბედნიერია
ფაბიო ბორინის აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი “ლივერპულის” ძირითადში მოსახვედრად იბრძოლებს. ფაბიო ინგლისურ კლუბში თავს კარგად გრძნობს და სხვა სამუშაო ადგილის ძებნას ჯერჯერობით არ აპირებს.
მოურინიოს პოგბა სურს
“ჩელსის” მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პოგბას გადაბირებისთვის მზად არის ხუთ ფეხბურთელს შეელიოს. ინგლისური პრესის ცნობით, ლონდონური კლუბის რიგები, შესაძლოა, რამირესმა, სალაჰმა, მოზესმა, ბერტრანდმა და ჯონ ობი მიკელმა დატოვონ.
შალკე ჰუნტელაარს შეელევა
“არსენალი”, “ლივერპული” და “ტოტენჰემი” კლაას იან ჰუნტელაარის გადაბირებას აპირებენ. “შალკეს” ხელმძღვანელები მზად არიან ჰოლანდიელს შეელიონ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსურველი კლუბი 3 მილიონ გირვანქას გადაიხდის.
კლოზე გერმანიაში ბრუნდება?
“ლაციოს” ფორვარდი, მიროსლავ კლოზე, შესაძლოა, გერმანიაში დაბრუნდეს. იტალიური პრესის ცნობით, ფორვარდისადმი ინტერესს “კაიზერსლაუტერნი” იჩენს, რომელიც მის გადაბირებას იანვარში აპირებს. ბოლო დროს კლოზე რომაული კლუბის ძირითადში ვეღარ ხვდება.