დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
მანჩესტერს ბარკლი და კოულმენი სურს
“მანჩესტერ იუნაიტედი” ლივერპულის “ევერტონს” როს ბარკლიში და შეიმუს კოულმენში 75 მილიონ ევროს შესთავაზებს. მანჩესტერში ფეხბურთელებს ხუან მატას და რაფაელის შემცვლელებად მოიაზრებენ.
კარვალიუ მილანის ინტერესთა სფეროში რჩება
“მილანს” “სპორტინგიდან” ვილიამ კარვალიუს გადაბირება კვლავ სურს. ლისაბონელები ფეხბურთელში 35 მილიონ ევროს ითხოვენ, თუმცა იტალიელებს სატრანსფერო ფასის შემცირება სურთ.
ადრიანო ფეხბურთში დაბრუნებაზე ფიქრობს
ბრაზილიელი ფორვარდი ადრიანო საფეხბურთო კარიერის განახლებაზე დაფიქრდა. ცნობილი შემტევი საფრანგეთის ლიგა 2-ის ბინადარ “ჰავრთან” აწარმოებს.
გალათასარაი პოდოლსკის უმიზნებს
“არსენალის” ფორვარდი ლუკაშ პოდოლსკი ზამთარში, შესაძლოა, “გალათასარაიში” აღმოჩნდეს. თურქული კლუბის გარდა, ფეხბურთელით, რომელიც ლონდონური კლუბის სასტარტოში ვერ ხვდება, “იუვენტუსი” და “ინტერიც” ინტერესდებიან.
ბოკა ხუნიორსს ტევესის დაბრუნება სურს
“ბოკა ხუნიორსის” პრეზიდენტმა, დანიელ ანგელიჩიმ განაცხადა, რომ მის კლუბს 2015 წელს კარლოს ტევესის დაბრუნება სურს, რომელიც ამჟამად “იუვენტუსის” ღირსებას იცავს.
ტევესის მიმიდნარე კონტრაქტი 2016 წლამდეა გათვლილი. თავის მხრივ იტალიელებს თანამშრომლობის გაგრძელება კიდევ ორი წლით სურთ.