დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
ანჩელოტის ჯერარდი სურდა
მადრიდის “რეალის” მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ “მილანში” მუშაობის პერიოდში “ლივერპულიდან” სტივენ ჯერარდის გადაბირება სურდა. ანჩელოტის მოედნის ცენტრში ჯერარდი-პირლოს დუეტის შექმნა სურდა.
ერიქსენი ტოტენჰემთან გაახანგრძლივებს
“ტოტენჰემის” ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი ლონდონურ კლუბში აპირებს დარჩენას. უცხოური პრესის ცნობით, დანიელი ახალ, გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს.
ნიუკასლს კეროლის ხელფასი აშინებს
“ნიუკასლი” ლონდონის “ვესტ ჰემიდან” ენდი კეროლის დაბრუნებაზე სავარაუდოდ უარს იტყვის. ამის მიზეზი ფეხბურთელის მაღალი ხელფასია. ლონდონურ კლუბში კეროლი კვირაში 85 ათას გირვანქას იღებს.
ჯონსონი ლივერპულს ტოვებს
“ლივერპულის” მცველი გლენ ჯონსონი, დიდი ალბათობით, კლუბს ზამთარში შეიცვლის. მოთამაშეს მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება, ამიტომ ლივერპულელები მის გაყიდვას იანვარში ეცდებიან.
ფიორენტინა მუტუს არ დაიბრუნებს
“ფიორენტინას” სპორტულმა დირექტორმა, დანიელე პრადემ, ადრიან მუტუს ფლორენციულ კლუბში დაბრუნების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. შეგახსენებთ, რუმინელი ფორვარდი ინდურ “პუნეში” აპირებდა კარიერის გაგრძელებს, თუმცა სავიზო პრობლემების გამო ამის გაკეთება ვერ შესძლო.