დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
ქპრ ფერდინანდს შეელევა
“ქპრ” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს რიო ფერდინანდის გასხვისებას აპირებს. ბრიტანული პრესის ცნობით ლონდონელები ვეტერანის თამაშით უკმაყოფილოები არიან და მის შემცვლელს ეძებენ.
მონაკოს გაიტანი სურს
“ბენფიკას” ფეხბურთელი ნიკოლას გაიტანი “მონაკოს” ინტერესთა სფეროში მოხვდა. 26 წლის არგენტინელი პორტუგალიურ კლუბთან ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას ვერ აღწევს და ფრანგებსაც სწორედ ამის გამოყენება სურთ.
მანჩესტერი პიკესთვის 20 მილიონს ამზადებს
ბრიტანული პრესის ცნობით “მანჩესტერ იუნაიტედმა”, შესაძოა, “ბარსელონას” პიკეს სანაცვლოდ 20 მილიონი გირვანქას შესთავაზოს. ინგლისელები 27 წლის მოთამაშეს ძირითადის შეუცვლელ წევრად მოიაზრებენ.
პსჟ სუარესის გადაბირებას ცდილობდნენ
ზაფხულში პარიზულ კლუბს “ლივერპულიდან” ლუის სუარესის გადაბირება სურს. პსჟ მზად იყო ტრანსფერში ედისონ კავანიც ჩაერთო, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.
ლივერპული პორტოს ვარსკვლავს აკვირდება
“პორტოს” ნახევარმცველი რუბენ ნავეში “ლივერპულის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ბრიტანული პრესის ცნობით, ინგლისური კლუბის სკაუტები 17 წლის მოთამაშის რამდენიმე მატჩსაც დაესწრნენ.