დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
ნიუკასლს დუმბია სურს
ცსკა-ს ფორვარდი სეიდუ დუმბია, შესაძლოა, მომდევნო სეზონში პრემიერლიგაში გადაბარგდეს. შემტევით ინგლისური “ნიუკასლი” დაინტერესდა, რომელიც თავდასხმის ხაზის განახლებას აპირებს.
ინტერი გუარინს მანჩესტერში გაუშვებს
ბრიტანული პრესის ცნობით “ინტერი” მზად არის ფრედი გუარინი “მანჩესტერ იუნაიტედში” გაყიდოს. 28 წლის ნახევარმცველი ინგლისური კლუბისთვის არტურო ვიდალის ალტერნატივას წარმოადგენს.
ლივერპული “ახალ სტერლინგს” უახლოვდება
“ლივერპული” “ბირმინგემიდან” დემარაი გრეის გადაბირებას უახლოვდება. მოთამაშით, რომელსაც ინგლისში ახალ სტერლინგს ეძახიან, “ტოტენჰემიც” ინტერესდება, თუმცა აღნიშნულ სატრანსფერო ამბავში ფავორიტი ლივერპულური კლუბია.
ნაპოლი სამბაზე ფიქრობს
“ნაპოლი” მოსკოვის “დინამოს” მცველით, კრისტოფერ სამბათი დაინტერესდა. იტალიელები გამოცდილ მცველს აკვირდებიან და მის გადაბირებაზე ზაფხულში იფიქრებენ.
იგუაინი ინგლისელთა სამიზნეში
“ლივერპული” და “არსენალი” გონსალო იგუაინი გადაბირებისთვის იბრძოლებენ, რომელიც ამჯამად “ნაპოლის” ღირსებას იცავს. ფორვარდმა იტალიურ კლუბს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა.