დღის 5 სატრანსფერო ჭორი
ტრადიციულად გთავაზობთ დღის სატრანსფერო ჭორებს.
დოუსონი ჰალ სიტის უახლოვდება
“ტოტენჰემის” მცველი მაიკლ დოუსონი დიდი ალბათობით “ჰალ სიტიში” გადავა. აღნიშნულ ინფორმაციას “ვეფხვების” მთავარი მწვრთნელი, სტივ ბრიუსიც ადასტურებს.
ნაპოლის სანდრო აინტერესებს
“ნაპოლი” “ტოტენჰემის” ნახევარმცველის სანდროს გადაბირებას ცდილობს. ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 12,5 მილიონი ევროა.
ვალენსია ნეგრედოსთვის იბრძოლებს
“ვალენსია” ალვარო ნეგრედოს გადაბირებას აპირებს. “ღამურები” უახლოეს მომავალში “მანჩესტერ სიტის” ოფიციალური წინადადებით მიმართავენ. ნეგრედოს გარდა ვალენსიელების სიაში ანტონი მარტიალი და ფერნანდო ლიორენტეც შედიან.
კალიარი ბორუცს იწვევს
“კალიარი” “საუთჰემპტონის” მეკარის, არტურ ბორუცის გადაბირებას აპირებს, რომელსაც ინგლისურ კლუბში ძირითადში თამაში გარანტირებული არ აქვს.
ლივერპული ბორინის შეელევა
“ლივერპული” მზად არის ფაბიო ბორინის შეელიოს. მერსისადელების სამწვრთნელო შტაბში იტალიელს განუცხადეს, რომ დარჩენის შემთხვევაში ის მხოლოდ მეოთხე ფორვარდი იქნება.
ბორინის გადაბირება “სანდერლენდს”, “ნაპოლის” და “მილანს” სურთ.