დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
რომა კოულის შემცვლელს ეძებს
“რომა” ეშლი კოულის შემცვლელს ეძებს. ინგლისელი, შესაძლოა, ზამთარში აშშ-ში გადაბარგდეს. იტალიური პრესის ცნობით რომში “ბარსელონადან” ადრიანოს და “ფიორენტინადან” მანუელ პასკუალის ვარიანტებს განიხილავენ.
ლასანა დიარა ტოტენჰემს უახლოვდება
ნახევარმცველი ლასანა დიარა ლონდონის “ტოტენჰემთან” აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამჟამად ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ლონდონურ კლუბს ის უფასოდ შეუერთდება.
რეალი და არსენალი ლიხტშტაინერზე ფიქრობენ
ბრიტანული პრესის ცნობით მადრიდის “რეალი” და ლონდონის “არსენალი” ტურინის “იუვენტუსის” მცველის, შტეფან ლიტშტაინერის გადაბირებაზე ფიქრობენ. ცნობილია, რომ 30 წლის ფეხბურთელს ძალების მოსინჯვა სხვა ლიგაში სურს.
მანჩესტერს პიკეს გაფორმება იანვარში სურს
“მანჩესტერ იუნაიტედი” ჟერარ პიკეს შეთავაზებას იანვარში გაუკეთებს. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა როგორც ფეხბურთელს, ასევე მის კლუბსაც საკმაოდ სარფიან პირობებს შესთავაზებს.
მილანი ისკოს და ილიარამდენის იჯარის შესაძლებლობას განიხილავს
“მილანის” ვიცე-პრეზიდენტ ადრიანი გალიანის მადრიდის “რეალიდან” ისკოს და ილიარამენდის იჯარით აყვანა სურს. მილანურ კლუბში ნახევარმცველებს მუდმივ სათამაშო პრაქტიკას პირებიან.