დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
მილანი ხუმაზე ფიქრობს
“მილანის” ინტერესთა სფეროში “ფიორენტინას” ფორვარდი, ბაბაკარ ხუმა მოხვდა. პერსპექტიული მოთამაშის ასპარეზობით მილანური კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ადრიანო გალიანი მოიხიბლა და მისი გადაბირება გადაწყვიტა.
მონტოია ბარსელონას ტოვებს
ესპანური პრესის ცნობით “ბარსელონა” მარტინ მონტოიას გასხვისებას 8,5 მილიონ ევროდ აპირებს. ფეხბურთელის გადაბირებით “ინტერი”, “რომა” და “ბაიერი” არიან დაინტერესებულები.
კავანი პარიზის დატოვებაზე არ ფიქრობს
“პსჟ”-ს ფორვარდი ედისონ კავანი პარიზული კლუბიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ გავრცლებულ ინფრომაციას უარყოფს. ურუგვაელის თქმით კლუბში და ქალაქში ის თავს კომფორტულად გრძნობს.
არსენალს რომულო სურს
ბრიტანულის პრესის ცნობით ლონდონის “არსენალი” მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველის, რომულოს შეძენას აპირებს. “მეთოფეები” მოსკოველებს 9.5 მილიონ გირვანქასთან ერთად თავდამსხმელ იაია სანოგოსაც შესთავაზებენ.
როისი ლივერპულს უახლოვდება
“ბორუსიას” ფეხბურთელი მარკო როისი “ლივერპულში” გადასვლას უახლოვდება. მოთამაშის კონტრაქტში გათვალისწინებული პუნქტის თანახმად, როისს გუნდის დატოვება იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ დაინტერესებული კლუბი 25 მილიონ ევროს გადაიხდის.