დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
იუვეს და რომას ბელოტი სურთ
“პალერმოს” 20 წლის ტალანტი ანდრეა ბელოტი “იუვენტუსის” და “რომას” ინტერესთა სფეროში მოხვდა. მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა 10 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანა შესძლო.
იუნაიტედი კლევერლის საბოლოოდ შეელევა
“მანჩესტერ იუნაიტედი” “ასტონ ვილაში” იჯარის წესით მოთამაშე კლევერლის იანვარში ბირმინგემულ კლუბს სრულად მიჰყიდის. მანჩესტერელებს აღნიშნულ ტრანსფერში 4 მილიონის აღებას აპირებენ.
მილანი საპონარუს უშვებს
“მილანი” ინვარში 22 წლის მცველს, რიკარდო საპონარას შეელევა. ახალგაზრდა ფეხბურთლისადმი ინტერესს “ფიორენტინა” და “პარმა” იჩენენ.
რეალი ბალანტასადმი იჩენს ინტერესს
მადრიდის “რეალი” “რივერ პლეიტის” და კოლუმბიის ნაკრების 21 წლის მცველით, ედერ ბალანტათი დაინტერესდა. მოსალოდნელია, რომ მადრიდელები ფეხბურთელს ზაფხულში პეპესთან განშორების შემთხვევაში დაიმატებენ.
ჯონსონი იტალიში მიდის
ბრიტანული პრესის ცნობით “ლივერპულის” მცველი გლენ ჯონსონი კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს. მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელი მილანის “ინტერში” გადაბარგდება.