დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს გთავაზობთ.
კოენტრაუ, შესაძლოა, მანჩესტერში გადავიდეს
მადრიდის “რეალის” მცველი ფაბიო კოენტრაუ, შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი გახდეს. არ არის გამორიცხული, რომ 26 წლის უკანახაზელი დავიდ დე ხეას ტრანსფერის შემადგენელი ნაწილი გახდეს.
პენანტი პუნეს უახლოვდება
“არსენალის” და “ლივერპულის” ყოფილი ნახევარმცველი ჯერმენ პენანტი ინდურ “პუნეში” გადასვლას უახლოვდება. ბრიტანული პრესის ცნობით ინდური კლუბი პენანტს ტრავმირებული ომარ როდრიგესის შემცვლელად განიხილავს.
ინგლისში ისკოზე ფიქრობენ
“ლივერპული” და “მანჩესტერ სიტი” მადრიდის “რეალიდან” ისკოს გადაბირების შესაძლებლობას განიხილავენ. ესპანური პრესის ცნობით, სათამაშო პრაქტიკის არქონის შემთხვევაში ნახევარმცველი მადრიდიდან წასვლაზე დაფიქრდება.
ფიორენტინა ბენტეკეს უმიზნებს
მარიო გომესის და ჯუზეპე როსის ტრამვების გამო “ფიორენტინა” ფორვარდს ეძებს. ფლორენციული კლუბის ინტერესთა სფეროში “ასტონ ვილას” შემტევი, კრისტიან ბენტეკე მოხვდა.
მანჩესტერს ნაპოლის მოთამაშე სურს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა “ნაპოლის” 24 წლის მცველს კალიდუ კულიბალის აკვირდება. მიმდინარე სეზონში საფრანგეთის პასპორტის მქონე ფეხბურთელმა სერია ა-ში 10 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გატანა მოახერხა.