დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ჭორებს.
ანდერსონი მანჩესტერიდან წასვლას არ აპირებს
ბრიტანული პრესის ცნობით ნახევარმცველი ანდერსონი “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვებას არ აპირებს. ფეხბურთელს სურს დაამტკიცოს, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას იმსახურებს.
ფიორენტინა უოლკოტზე ფიქრობს
“ფიორენტინას” ხელმძღვანელობა ლონდონის “არსენალიდან” თეო უოლკოტის იჯარაზე დაფიქრდა. იტალიური კლუბი ფეხბურთელს მუდმივი სათამაშო პრაქტიკის გარანტიას აძლევს.
სიტი გვარდიოლათი დაინტერესდა
ბრიტანული პრესის ცნობით “მანჩესტერ სიტი” მიუნხენის “ბაიერნის” მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას მიწვევაზე ფიქრობს. “სიტიში” მანუელ პელეგრინის მუშაობით უკმაყოფილოები არიან.
სმოლინგი, შესაძლოა, არსენალში გადავიდეს
“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველმა კრის სმოლინგმა კარიერა, შესაძლოა, “არსენალში” გააგრძელოს. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა პრემიერლიგის 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ინტერი ბორინისთვის იბრძვის
იტალიური პრესის ცნობით “ფიორენტინასთან” ერთად “ლივერპულის” ფორვარდის ფაბიო ბორინის გადაბირებისთვის “ინტერიც” იბრძვის. წყაროს მტკიცებით ფეხბურთელისთვის ბრძლაში ფავორიტი სწორედ მილანური კლუბია.