დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.Com გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
ტორინოს უდინეზეს ფორვარდით ინტერესდება
“უდინეზეს” ფორვარდი ლუის მურიელი “ტორინოს” ინტერესთა სფეროში მოხვდა. მიმდინარე სეზონში კოლუმბიელამ სერია ა-ს 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა გოლის გატანა ჯერჯერობით ვერ მოახერხა.
ჩელსი დუმბიას არ ეშვება
ლონდონის “ჩელსი” უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს ცსკა-დან სეიდუ დუმბიას შეძენას ეცდება. აღსანიშნავია, რომ აფრიკელი შემტევის გადაბირება ლონდონელებს გასულ ზაფხულსაც სურდათ. მოთამაშისადმი ინტერესს კიდევ ერთი ინგლისური კლუბი, “ლივერპულიც” იჩენს.
ვალენსია ენცო პერესს ახალ წინადადებას გაუკეთებს
“ვალენსია” იანვარში “ბენფიკას” ნახევარმცველის, ენცო პერესის გადაბირებას შეეცდება. ბოლო დროს არგენტინელ მოთამაშეს პორტუგალიურ კლუბში გარკვეული პრობლემები შეექმნა. ვალენსიელები სწორედ ამ ფაქტის გამოყენებას აპირებენ და მოთამაშეს საფრიან წინადადეას გაუკეთებენ.
რომას ჩეხი სურს
“ჩელსის” მეკარე პეტრ ჩეხი, შესაძლოა, იტალიურ “რომაში” გადავიდეს. ჩეხეთის ნაკრების მეკარემ ლონდონურ კლუბში პირველი ნომრის სტატუსი დაკარგა და კარიერის სხვა კლუბში გაგრძელების შესაძლებლობასაც სწორედ ამის გამო განიხილავს.
ლევერკუზენი ზალცბურგის ფეხბურთელით დაინტერესდა
“ზალცბურგის” ნახევარმცველი კევინ კამპლი ლევერკუზენის “ბაიერის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ 24 წლის სლოვენიელი ავსტრიულ კლუბში “ბაიერის” ამჟამინდელ დამრიგებელთან, როჯერ შმიდტთან ერთად მუშაობდა.