დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგეთნ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
იუნაიტედი მატას 20 მილიონად აფასებს
“მანჩსტერ იუნაიტედი” მზად არის ხუან მატა 20 მილიონ გირვანქად გაყიდოს. ბრიტანული პრესის ცნობით ფეხბურთელით “იუვენტუსი” და “ატლეტიკო” ინტერესდებიან.
არსენალს დესტრო სურს
ლონდონის “არსენლს” “რომას” ფორვარდის, მატია დესტროს გადაბირება სურს. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ლუკას პოდოლსკი “მეთოფეებს” დაემშვიდობება და ლონდონელებიც მის შეცვლას იტალიელი თავდამსხმელით აპირებენ.
შურლე შალკესაც მოუნდა
დორტმუნდის “ბორუსიასთან” ერთად “ჩელსიდან” შურლეს გადაბირებისთვის “შალკეც” იბრძოლებს. გელზენკირხენელებს ფეხბურთელის იჯარით დამატება სურთ, რათა შემდეგ გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმონ.
ედეგორი ლივერპულზე ოცნებობს
ახალგაზრდა ნორვეგიელმა ტალანტმა მარტინ ედეგორმა განაცხადა, რომ მისი ოცნების გუნდი “ლივერპულია”. თუმცა, ეს მის საბოლოო არჩევანზე არ იმოქმედებს. ახალგაზრდა მოთამაშემ, რომლითაც ევროპის წამყვან კლუბთა უმრავლესობაა დაინტერესებული, განაცხადა, რომ არჩევანს სეზონის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
ტოტენჰემი ფორვარდებს ეძებს
ბრიტანული პრესის ცნობით “ტოტენჰემი” ახალ შემტევებს ეძებს. ლონდენელთა მწრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს ორი ახალი ფორვარდის დამატება სურს. ერთერთი მათგანი კი “საუთჰემპტონელი” ჯეი როდრიგესია.