დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
რომას ლიორისი სურს
“რომა” ლონდონის “ტოტენჰემის” მეკარის, უგო ლიორისის გადაბირებას ეცდება. ბრიტანული პრესის ცნობით რომაელები ფეხბურთელის მოხიბვლას ჩემპიონთა ლიგაში თამაშის პერსპექტივით აპირებენ.
სპორტინგი სლავჩევს შეელევა
21 წლის ბულგარელი ნახევარმცველი სიმეონ სლავჩევი ლისაბონის “სპორტინგის” შემადგენლობას, დიდი ალბათობით, ზამთარში დატოვებს. ფეხბურთელის გადაბირება ბულგარულ და თურქულ გუნდენს სურთ.
ჩელსი და ბაიერი მედრანს აკვირდებიან
“რეალის” ახალგაზრდა ნახევარმცველი ალვარო მედრანი ლონდონის “ჩელსის” და ლევერკუზენის “ბაიერის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. 20 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პრიმერას ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
იუვე შაქირის გადაბირებას იმედოვნებს
ტურინის “იუვენტუსი” მიუნხენის “ბაიერნიდან” ჯერდან შაქირის გადაბირების შესაძლებლობას კვლავ განიხილავს. თუმცა, მიუნხენელთა დასახელებული ფასი (23 მილიონი ევრო), იტალიური კლუბისთვის მიუღებელია.
ლივერპული მაქსი პერეირას დაიმატებს
“ლივერპული” ლისაბონის “ბენფიკას” მცველის, მაქსი პერიერას გადაბირებაზე ფიქრობს. ბრიტანული პრესის ცნობით, ურუგვაელი უკანახაზელი გლენ ჯონსონის შემცველლად განიხილება.