დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
ჯილარდინო სამშობლოში ბრუნდება
იტალიური პრესის ცნობით ალბერტო ჯილარდინო “გუანჩჯოუს” დატოვებას აპირებს. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს “ინტერი” და “ტორინო” იჩენენ.
სევილიაში კრიხოვიაკზე არაფერი იციან
“სევილიას” სპორტული დირექტორი გჟეგოჟ კრიხოვიაკის შესაძლო ტრანსფერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სევილურ კლუბში “იუვენტუსის”, “არსენალის” და “ინტერის” ინტერესის შესახებ არაფერი იციან.
ბორუსია იმობილეს გაყიდვას აპირებს
დორტმუნდის “ბორუსია” ფორვარდ ჩირო იმობილეს შეელევა. გერმანელებმა იტალიელი შემტევი მადრიდის “ატლეტიკოს” შესთავაზეს, თუმცა უარყოფითი პასუხი მიიღეს.
რობინიოს იტალიაში იწვევენ
“სანტოსის” რიგებში მოასპარეზე რობინიომ განაცხადა, რომ მას რამდენიმე იტალიური კლუბი იწვევს. თუმცა, ფეხბურტელმა ისიც აღნიშნა, რომ სამშობლოში თავს კომფორტულად გრძნობს და წასვლაზე არ ფიქრობს.
ბაიერი დრმიჩს არ გაყიდის
“ბაიერის” მენეჯერმა იონას ბოლდტმა განაცხადა, რომ ლევერკუზენული კლუბი იოსიპ დრმიჩის გაყიდვას არ აპირებს. შემტევის მიმართ ინტერესს “ჰამბურგი” და “ვერდერი” იჩენენ.