დღის 5 სატრანსფერო ჭორი
ტრადიციულად გთავაზობთ დღის სატრანსფერო ამბებს.
კალიარის პეჩნიკი სურს
სლოვენიელი ფორვარდი ნეიც პეჩნიკი, შესაძლოა, “კალიარის” ფეხბურთელი გახდეს. სერბული “ცრვენა ზვეზდას” შემტევით იტალიური კლუბის მწვრთნელი პირადად არის დაინტერესებული.
აბელ ერნანდესი ბენფიკასი არ გადავა
“პალერმოს” ფორვარდმა აბელ ერნანდეშმა განაცხადა, რომ კლუბის გამოცვლა არ სურს.
“ბენფიკას ინტერესი სასიამოვნოა, თუმცა კარიერის გაგრძელებას სხვა ჩემპიონატჩი ვარჩევდი. თუმცა, წასვლა აუცილებელი სულაც არ არის. ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს”.
რეალი ფალკაოს დაუბრუნდა
ანხელ დი მარიას გაყიდვის შემდეგ მადრიდის “რეალი” რადამელ ფალკაოს კანდიდატურას მიუბრუნდა. ფრანგული პრესის ცნობით მადრიდელები “მონაკოს” ფორვარდის ერთწლიან იჯარაზე ესაუბრებიან.
სიტი ნეგრედოს მილანში არ უშვებს
“მანჩესტერ სიტიმ” “მილანს” ალვარო ნეგრედოს ტრანსფერზე უარი უთხრა. “როსონერი” კიდევ ერთი ესპანელი, ფერნანდო ტორესის გადაბირების შესაძლებლობას განიხილავენ.
ჰამბურგს ჰოლტბი სურს
გერმანული “ჰამბურგი” ლონდონი “ტოტენჰემის” ნახევარმცველის, ლიუის ჰოლტბის ყიდვას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ გერმანელები მზად არიან გუნდის კაპიტანი, რაფაელ ვან დერ ვაარტი გაასხვისონ. ჰოლტბი სწორედ მის შემცვლელად მოიაზრება.