დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
იუვენტუსს ტულალანი სურს
“მონაკოს” ნახევარმცველი ჟერემი ტულალანი შესაძლოა “იუვენტუსში” გადავიდეს. 31 წლის ფეხბურთელს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში იწურება, მის გახანგრძლივებაზე კი საუბარი ჯერ არ ყოფილა.
ლენონი ჰალ სიტიში?
“ტოტენჰემის” ნახევარმცველი აარონ ლენონი ზამთარში, შესაძლოა, “ჰალ სიტიში” გადავიდეს. ფეხბურთელის საკუთარ გუნდში ხილვა სტივ ბრიუსს სურს. “ჰალ სიტის” ღირსებას “ტოტენჰემის” რამდენიმე ყოფილი მოთამაშე იცავს.
სიტი კურზავათი დაინტერესდა
“მანჩესტერ სიტის” ინტერესთა სფეროში “მონაკოს” მცველი, ლაივენ კურზავა მოხვდა. ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ტრავმა მკურნალობს, ფრანგული პრესის ცნობით მანჩესტერულ კლუბს იანვარში შეუერთდება.
დიეგო კოშტამ რეალი დააინტერესა
უცხოური პრესის ცნობით მადრიდის “რეალი” მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონის “ჩელსიდან” დიეგო კოშტას გადაბირებას ეცდება. ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა 11 შეხვედრაში 10 გოლის გატანა მოახერხა.
ტოტენჰემს იკარდი სურს
“ტოტენჰემის” ხელმძღვანელობას საკუთარი გუნდის შემადგენლობის გაძლიერება “ინტერის” ფორვარდით, მაურო იკარდით სურს. ინგლისელები მზად არიან ფეხბურთელში 28 მილიონი გირვანქა გადაიხადონ.