დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრნასფერო ჭორებს.
მანჩესტერი ვარანით დაინტერესდა
“მანჩესტერ იუნაიტედი” მადრიდის “რეალის” ფეხბურთელით, რაფაელ ვარანით დაინტერესდა. ფრანგი უკანახაზელისთვის ბრძოლაში მანჩესტერელებს კონკურენციას ლონდონის “ჩელსი” გაუწევს. მიმდინარე სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა პრიმერაში 6 მატჩი ჩაატარა.
კრისტალ პელასი ბოლასის არ გაყიდის
“კრისტალ პელასის” მწვრთნელმა, ნილ უორნოკმა, განაცხადა, რომ ლონონელები იანვარში იანიკ ბოლასის გაყიდვას არ აპირებენ. კლუბის მენეჯერის თქმით ფეხბურთელი “კრისტალ პელასისთვის” არის შექმნილი.
სანტოსს ოჩოა სურს
“მალაგას” და მექსიკის ნაკრების მეკარე გილერმო ოჩოა “სანტოსის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. მუნდიალზე დასამახსოვრებელი თამაშის შემდეგ “აიაჩოდან” “მალაგაში” გადასულმა კიპერმა ესპანურ კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა და გუნდის შეცვლაზე ფიქრობს.
იუვენტუსი როლანდუს შეძენას აპირებს
ტურინის “იუვენტუსი” “პორტუს” მცველის, როლანდუს შეძენას აპირებს. Tuttosport-ის ცნობით, ფეხბურთელის აგენტი უკვე იტალიაშია და კლუბის წარმომადგენლებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
ლივერპული “ახალი ჯერარდისთვის” იბრძვის
“მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად “ჰერენვენის” ნახევარმცველ დეილი სინკგრავენისთვის “ლივერპულიც” იბრძოლებს. ფეხბურთელს, რომელსაც “ახალ ჯერარდს” ეძახიან, ინგლისში სურს კარიერის გაგრძელება.