დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
პსჟ ჩეხის იჯარაზე ფიქრობს
“ჩელსის” მეკარე პეტერ ჩეხი, შესაძლოა, პარიზში გადაბარგდეს. ფეხბურთელისადმი ინტერესს პსჟ იჩენს და ჩეხი კიპერის დამატებას იჯარის წესით აპირებს. თუმცა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ლონდონური კლუბი ზამთარში მოთამაშეების გაშვებას არ აპირებს.
ბაკა მონაკოში?
“სევილიას” კოლუმბიელი ფორვარდი, კარლოს ბაკა, შესაძლოა “მონაკოში” გადავიდეს. მონეგასკებს ფალკაოს წასვლის შემდეგ შეტევაში სერიოზული პრობლემა აქვთ. ამ პრობლემის გადაწყვეტას “მონაკოს” ხელმძღვანელები რადამელის თანამემამულის გადაბირებით აპირებენ.
ჰოვარდს სამშობლოში ელიან
“ევერტონის” მეკარე ტიმ ჰოვადს საფეხბურთო კლუბი “მაიამი” იწვევს. შეგახსენებთ, აღნიშნული კლუბი ცოტა ხნის წინ დევიდ ბექჰემმა დააარსა. 35 წლის ჰოვარდი აშშ-ის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ინანს გალათასარაის დატოვება სურს
“გალთასარაის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ინან სელჩუკმა განაცხადა, რომ კლუბის შეცვლა უახლოეს მომავალში სურს. გავრცელებული ინფორმაციით ასეთი გადაწყვეტილება ფეხბურთელმა “გალას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჩეზარე პრანდელის გათავისუფლების გამო მიიღო.
სანიოლი ანრის ბორდოში ელის
“ბორდოს” მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, განაცხადა, რომ მისი კლუბი ტიერი ანრის გადაბირებითაა დაინტერესებული. სანიოლის თქმით, ტიერის “ბორდოში” კარიერის მშვიდად დასრულების საშუალება ექნება.