დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
ბონუჩი იუნვეტუსიდან წასვლას არ აპირებს
“იუვენტუსის” ცენტრალური მცველი, ლეონარდო ბონუჩი, ტურინული კლუბის დატოვებას არ აპირებს. ფეხბურთელისადმი ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ბაიერნი” იჩენდნენ, თუმცა ბონუჩიმ განაცხადა, რომ წასვლა არ სურს.
სოსიედადი ადამით ინტერესდება
“სტოკ სიტის” ნახევარმცველი ჩარლი ადამი “რეალ სოსიედადის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. 28 წლის შოტლანდიელის დამატება ესპანური კლუბის ახალ მწვრთნელს, დევიდ მოიესს სურს.
მილანი ბაბას და კორს აკვირდება
“მილანი” გერმანული “აუგსბურგის” ორ ფეხბურთელს აბდულა რახმან ბაბას და დომინიკ კორს აკვირდება. იტალიური პრესის ცნობით, როსონერი ორივე მოთამაშეის შეძენას იანვარში ეცდება.
მანჩესტერი ლიორისში 25 მილიონს იხდის
“ტოტენჰემის” მეკარე უგო ლიორისი დავიდ დე ხეას სავარაუდო შემცვლელთა სიაში პირველი ნომერია. “მანჩესტერ იუნაიტედი” ესპანელი მეკარის წასვლის შემთხვევაში ლიორისის სანაცვლოდ “ტოტენჰემს” 25 მილიონ გირვანქას შესთავაზებენ.
ოჩოა სანტოსს უახლოვდება
“მალაგას” მექსიკელი მეკარე გილერმო ოჩოა ზამთარში დიდი ალბათობით “სანტოსში” გადავა. ოჩოას ესპანური კლუბის დატოვება სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო სურს.