დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
არსენალში კავანიზე ფიქრობენ
ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობა პსჟ-ს ფორვარდს, ედისონ კავანის აკვირდება. ტრანსფერის განსახორციელებლად “მეთოფეებს” 50 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
რომა ჩეხის ტრანსფერზე მუშაობს
“რომა” ლონდონის “ჩელსის” პეტერ ჩეხის თაობაზე ოფიციალურ სატრანსფერო წინადადებას გაუკეთებს. ბრიტანული პრესის ცნობით რომაელები ლონდონელებს იანვარში დაუკავშირდებიან.
ვალენსია ჟოაო პერეირას შეელევა
“ვალენსია” ჟოაო პერეირას იანვარში გაყიდის. აღნიშნული ინფორმაცია “ღამურების” მწვრთნელმა, ნუნუმ დაადასტურა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ისიც აღნიშნა, რომ პერეირა ვალენსიურ კლუბში წლის ბოლომდე აღარ ითამაშებს.
ემილ ჰესკი ბოლტონში?
ინგლისი ნაკრების ყოფილი ფორვარდი, ემილ ჰესკი, “ბოლტონთან” ერთად ვარჯიშობს. შეგახსენებთ, 36 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის გაფორმებაზე უარი “ლესტერმა” უთხრა.
გეკასი გალათასარაის უახლოვდება
“აჰკისარ ბელედიესპორის” ფორარდი, თეოფანის გეკასი, შესაძლოა, “გალათასარაიში” გადავიდეს. 34 წლის ბერძენ შემტევში სტამბოლელები 1,5 მილიონ ევროს გადაიხდიან.