დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
მანჩინი ბალოტელის ინტერში ეძახის
ბრიტანული პრესის ცნობით მარიო ბალოტელის და რობერტო მანჩინის რეგულარული სატელეფონო საუბრები აქვთ. “ინტერში” დაბრუნებულ მწვრთნელს სამშობლოში ფორვარდის დაბრუნებაც სურს და მას მილანურ კლუბში სთავაზობს თამაშს.
რეალი ხესეს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
მადრიდის “რეალის” ხესეს ახალ, გრძელვადიან კონტრაქტს შესთავაზებს. ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში 2 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
ატალანტას ჯილარდინო სურს
იტალიის ნაკრების ექს-ფორვარდი, ალბერტო ჯილარდინო, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩინეთში გაემგზავრა, შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნდეს. ფორვარდის გადაბირებაზე ბერგამოს “ატალანტა” ფიქრობს. თუმცა, ტრანსფერი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ ჯილარდინოს ამჟამიდნელი გუნდი ბრაზილიელი ფრედის შეძენას შეძლებს.
მატა სევილიაში?
“სევილიას” ინტერესთა სფეროში “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი, ხუან მატა მოხვდა. სევილიელები ინგლისურ კლუბს სატრანსფერო წინადადებით იანვარში მიმართავენ, თუმცა მანჩესტერელებს ფეხბურთელის გაშვება სეზონის ბოლომდე არ სურთ.
ვერდერს ლასანა დიარა მოუნდა
ბრემენის “ვერდერს” ლასანა დიარას დამატება სურს. მოსკოვის “ლოკომოტივიდან” სკანდალით წამოსვლის შემდეგ ფრანგი ფეხბურთელი უგუნდოდ არის და თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.