დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
მანჩესტერ იუნაიტედი რობენით დაინტერესდა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა ინტერესს არიენ რობენისადმი იჩენს. ჰოლანდიელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი გირვანქაა. მიმდინარე სეზონში 30 წლის ჰოლანდიელმა ბუნდესლიგის 9 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
მონტოია ლევერკუზენს და ინტერს სურთ
“ბარსელონას” მცველ მარტინ მონტოიას კარიერის გაგრძელების საშუალება “ლევერკუზენსი” და “ინტერში” აქვს. ესპანური პრესის ცნობით ფეხბურთელს კლუბის შეცვლა იანვარში სურს და სადმე იჯარით წასვლას გამორიცხავს.
რომა და ჯონსონი კვლავ აქტუალურია
ბრიტანული პრესის ცნობით “რომას” ხელმძღვანელობა “ლივერპულიდან” გლენ ჯონსონის გადაბირების იმედს არ კარგავს. ფეხბურთელს კლუბის შეცვლა იანვარში სურს, თუმცა რომაელები მის გადაბირებას სეზონის დასრულების შემდეგ იმედოვნებენ, როცა ფეხბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსი ექნება.
დანი ალვეში ბაიერნში?
“ბაიერნი” “ბარსელონადან” დანი ალვეშის გადაბირებას ფიქრობს. კატალონიელი კლუბის ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და 31 წლის მცველი სეზონის ბოლო თავისუფალი აგენტი გახდება. ალვეშისადმი ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი”, “არსენალი” და “იუვენტუსი” იჩენენ.
ვენგერს 20 მილიონი ექნება
ზამთრის სატრნსფერო ფანჯრისთვის “არსენალის” ხელმძღვანელობამ არსენ ვენგერს 20 მილიონი გირვანქა გამოუყო. ცნობილია, რომ “მეთოფეები” “იფსვიჩიდან” ტაირონ მინგსის, ხოლო “საუთჰემპტონიდან” მორგან შნეიდერლინის შეძენას აპირებენ.