დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
ედეგორი ბაიერნს და აიაქსს დაელაპარაკება
15 წლის მარტი ედეგორი, რომელიც ცოტა ხნის წინ “ლივერპულთან” ერთად ვარჯიშობდა, უახლოეს მომავალში მოლაპარაკებებს “ბაიერნთან” და “აიაქსთან” გამართავს, რის შემდეგაც საკუთარი მომავლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელისადმი ინტერესს მადრიდის “რეალიც” იჩენს.
სიტი იოვეტიჩს არ გაუშვებს
სერხიო აგუეროს ტრავმის გამო “მანჩესტერ სიტიდან” სტევან იოვეტიჩის წასვლის შანსები მკვეთრად შემცირდა. მანუელ პელეგრინიმ მონტენეგროელის იანვარში გასხვისება ფაქტობრივად გამორიცხა.
ჩელსი ტალისკას აკვირდება
ბრიტანული პრესის ცნობით “ჩელსის” ინტერესთა სფეროში “ბენფიკას” ფორვარდი, ტალისკა მოხვდა. ლურჯები ნიჭიერი შემტევის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აპირებენ.
მანჩესტერი სტროოტმანში 40 მილიონს იხდის
“რომას” ნახევარმცველი, კევინ სტროოტმანი, “მანჩესტერ იუნაიტედის” პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე იქნება. ინგლისური პრესის ცნობით, მანჩესტერელები მზად არიან მოთამაშეში 40 მილიონი ევრო გადაიხადონ.
ლესტერს არუნა კონე სურს
კოტ დივუარელი ვინგერი, არუნა კონე, რომელიც “ევერტონში” ტრავმის გამო ვერ დამკვირდრა, “ლესტერის” ინტერესთა სეფროშ მოხვდა. პრემიერ ლიგაში ადგილის შესანარჩნებლად მებრძოლი ლესტერელები ზამთარში შემადგენლობის გაძლიერებას მნიშვნელოვნად აპირებენ.