დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრნსფერო ამბებს.
სუსო მილანს უახლოვდება
იტალიური პრესის ცნობით “ლივერპულის” ნახევარმცველი სუსო უახლოეს მომავალში “მილანში” გადავა. მილანელებმა ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს და “ლივერპულსაც” მალე მიმართავენ.
ქპრ-ს რობი კინი სურს
ბრიტანული პრესის ცნობით, ქპრ-ში “ლოს ანჯელეს გელექსის” ფორვარდის, რობი კინი იჯარის წესით დამატებაზე ფიქრობენ. ჰარი რედნაპი კლუბის გასაძლიერებლად იანვარში 5 მილიონის დახარჯვას აპირებს.
რიდი ვესტ ჰემიდან მიდის
“ვესტ ჰემის” მცველი უინსტონ რიდი კონტრაქტის გახანგრძლივებაში სოლიდურ თანხას ითხოვს. გარდა ამისა უკანახაზელს ხელფასის მომატებაც სურს, რასასც ლონდონელები ალბათ არ დათანმდებიან. რიდის მიმართ ინტერესს “არსენალი” და “ლივერპული” იჩენენ.
ვალენსია გაიტანის შეძენას ეცდება
“ვალენსია” “ბენფიკას” ნახევარმცველის, ნიკოლას გაიტანის შეძენითაა დაინტერესებული. პორტუგალიური პრესის ცნობით “ღამურები” არგენტინელის გადაბირებას ზამთარში ეცდებიან.
პაბლო პერესი მალაგას ტოვებს
“მალაგას” 29 წლის ნახევარმცველი პაბლო პერესი იანვარში კლუბს დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არგენტინელი ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდება, სადაც “ბოკა ხუნიორსის” რიგებში გააგრძელებს კარიერას.