დღის 5 სატრასნფერო ჭორი
ტრადიციულად გთავაზობთ დღის 5 ყველაზე საინტერესო სატრასნფერო ჭორს.
მოსკოვის დინამო კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
მოსკოვის “დინამო” შაბათს კიდევ ერთ ახალწვეულს წარადგენს. დიდი ალბათობის ეს “ზენიტის” მცველი, ტომაშ გუბოჩანი იქნება.
რომა ჰოლებასს უახლოვდება
“რომა” უახლოეს მომავალში “ოლიმპიაკოსის” მცველს ხოსე ჰოლებასს გადაიბირებს. მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელი იტალიაში ხვალ ჩავა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ კონტრაქტსაც გააფორმებს.
ბეშიქთაში ბენ არფას შეიძენს
თურქული “ბეშიქთაში” “ნიუკასლთან” ბენ არფას ტრანსფერთან დაკავშირებით აწარმოებს მოლაპარაკებებს. ფეხბურთელით არაბული კლუბებიც ინტერესდებოდნენ, თუმცა საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ ევროპაში დარჩენა ამჯობინა.
ჩელსი ტორესის შემცვლელს ეძებს
ფერნანდო ტორესი “მილანში” გადასვლას უალოვდება. ამის ფონზე ლონდონელები შეტევის გაძლიერებას აპირებენ და მოლაპარაკებებს “ქპრ”-ს ფორვარდ ლოიკ რემისთან აწარმოებენ. ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 10 მილიონი გირვანქაა.
რონალდინიო ჩენნაი ტიტანსს უახლოვდება
ბრაზილიელი ვარსკვლავი რონალდინიო დიდი ალბათობით კარიერას ინდურ “ჩენნაი ტიტანსში” გააგრძელებს. კლუბი ფეხბურთელს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, თუმცა ბრაზილიელს მოკლევადიანი ხელშეკრულების გაფორმება სურს, რათა მომავალს წელს აშშ-ში გადაბარგდეს.