დღის 5 სატრასნფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
ინტერი ჟინიაკის გადაბირებას აპირებს
“მარსელის” ფორვარდი ანდრე-პიერ ჟინიაკი, შესაძლოა, “ინტერის” ფეხბურთელი გახდეს. მილანელები ფრანგი შემტევის გადაბირებას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ აპირებენ.
სამპდორიას ორბანი სურს
“კაიზერსლაპუტერნის” 22 წლის მცველი, ვილი ორბანი, იანვარში, შესაძლოა, “სამპდორიაში” გადაბარგდეს. გენუელთა გარდა მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველს გერმანიის უმაღლესი ლიგის რამდენიმე წარმომადგენელიც აკვირდება.
ატლეტიკო კრამარიჩისთვის არ იბრძოლებს
“ატლეტიკომ” “რიეკას” ფორვარდის, ანდრეი კრამარიჩის ყიდვა გადაიფიქრა. ამ ეტაპზე მადრიდული კლუბის პრიორიტეტი ჯერდან შაქირია, რომელიც დიდი ალბათობით მიუნხენის “ბაიერნს” სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო დატოვებს.
8 მილიონი ჯენკინსონის სანაცვლოდ
ლონდონის “არსენალის” მცველ კარლ ჯენკინსონს, რომელიც ამჟამად “ვესტ ჰემის” ღირებას იჯარის წესით იცავს, თავის ახლანდელ კლუბში დარჩენა სურს. თუმცა, იმის ალბათობა, რომ “ვესტ ჰემი” მოთამაშის გამოსყიდვას შეძლებს საკმაოდ მცირეა. “მეთოფეები” ახალგაზრდა უკანახაზელის ტრასნფერში 8 მილიონ გირვანქას ითხოვს.
ბაიერნს სტერლინგი სურს
გერმანული პრესის ცნობით მიუნხენის “ბაიერნი” “ლივერპულიდან” რახიმ სტერლინგის გადაბირებისთვის იბრძოლებს. მიუნხენელთა მთავარი სამიზნე მარკო როისია, თუმცა “დორტმუნდის” ფეხბურთელი კარიერას, დიდი ალბათობით, მადრიდის “რეალში” გააგძელებს და “ბაიერნშიც” ალტერნატიულ ვარიანტად სწორედ “ლივერპულის” შემტევს განიხილავენ.