დღის 5 სატრნსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
მილნერი სიტიში რჩება
“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი ჯეიმს მილნერი კლუბის დატოვებას არ აპირებს. ფეხბურთელისადმი ინტერესს “არსენალი” და “ლივერპული” იჩენენ, თუმცა მილნერი დიდი ალბათობით მიმდიანრე კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
ლივერპული სონგით დაინტერესდა
“ლივერპული” “ბარსელონას” საკუთარებაში მყოფ ალექს სონგით დაინტერესდა. კამერუნელი მოთამაშე ამჟამად იჯარის წესით ლონდონის “ვესტ ჰემში” ასპარეზობს.
კოკეს ინგლისური ვარიანტი
მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელი კოკე, შესაძლოა, ზაფხულში ინგლისში გადაბარგდეს. მოთამაშისადმი ინტერესს “ჩელსი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ლივერპული” იჩენენ. თუმცა, თავად ნახევარმცველი ჯერჯერობით აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
იუვეტუსი ვიდალის გაყიდვაზე დაფიქრდა
არტურო ვიდალის მიერ დისციპლინის დარღვევის შემდეგ “იუვენტუსი” ჩილელი ფეხბურთელის გასხვისებაზე დაფიქრდა. შეგახსენებთ, “რომასთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე ვიდალი ერთ-ერთ ბარს სტუმრობდა.
პსჟ-ს პოგბა კვლავ სურს
პსჟ ტურინის “იუვენტუსიდან” პოლ პოგბას გადაბირების იმედს არ კარგავს. იტალიელებს კი მოთამაშესთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურთ.