დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 12 იანვარი

თარიღი: იანვარი 12, 2019

“ბარსელონას” კოუტინიო სურს

“მანჩესტერ იუნაიტედს” “ბარსელონას” ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს შეძენა სურს.

26 წლის ფეხბურთელს კატალონიურ გუნდში საქმეები კარგად არ მისდის. ის სასტარტო შემადგენლობაში ხშირად ვეღარ ხვდება, “იუნაიტედი” კი ამ ფაქტორის გამოყენებას აპირებს. როგორც ირკვევა, ინგლისური კლუბის წარმომადგენლები კოუტინიოს აგენტს უკვე დაუკავშირდნენ.

ფელაინი “მილანში”?

ბელგიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “მილანი” მარუან ფელაინის დამატებას ისევ შეეცდება.

31 წლის ფეხბურთელს ზაფხულში “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი ეწურება, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტი გახდება. დიდი შანსია, ის სწორედ “როსონერიში” ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ მილანელს ბელგიელი ნახევარმცველის დამატების სურვილი აქამდეც ჰქონდათ.

იკარდი “ინტერთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს

“ინტერის” ხელმძღვანელები სამშაბათს გუნდის კაპიტნის, მაურო იკარდის აგენტს შეხვდებიან და მასთან კონტრაქტის გახანგძლივებაზე ისაუბრებენ.

ცნობილია, რომ არგენტინელი თავდამსხმელის შეძენა ინგლისისა და ესპანეთის საუკეთესო კლუბებს სურთ. თავის მხრივ, მისი შენარჩუნება უნდა “ინტერსაც”, რომელსაც ფეხბურთელისათვის მინიმუმ ხელფასის გაზრდა მოუწევს.

აბიდალი “ბარსელონაში” მორატას ტრანსფერს ბლოკავს

ალვარო მორატას ლონდონური კარიერა არც ისე წარმატებული აღმოჩნდა და შესაბამისად, მისი წარმომადგენელი ხუანმა ლოპესი არაერთ ევროპულ გრანდთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

“ლურჯ-ბროწეულისფრები” მის არენდით აყვანაზე ფიქრობდნენ, მაგრამ ერიკ აბიდალი ამ ტრნასფერს ბლოკავს. რის ძირითად მიზეზადაც ფინანსური პრობლემები სახელდება – მორატას არენდით აყვანა “ბარსას” 5 მილიონი დაუჯდება და ამას ემატება მისი მაღალი ხელფასიც.

ერიკ აბიდალი, კატალონიელთა სპორტული დირექტორი მიიჩნევს, რომ ამ თანხის სანაცვლოდ უმჯობესი იქნება, თუ კლუბი უფრო ახალგაზრდა და პერსპექტიულ თავდამსხმელს დაიმატებს, რომელიც ლუის სუარესის შეცვლასაც შეძლებს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ქობულეთის “შუქურამ” 11 ფეხბურთელი დაიმატა

ქობულეთის “შუქურამ” გუშინ 11 ახალი ფეხბურთელი წარადგინა და მთავარი მწვრთნელის, გიორგი შაშიაშვილის განცხადებით, მთავარი მიზანი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნუნუ ეშპირიტუ: “ხელით თამაშის წესი უნდა შეიცვალოს”

“ვულვზის” მთავარი მწვრთნელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ კიდევ ერთხელ ემხაურება წესებში სეზონის დაწყებამდე შესულ ცვლილებას, რომლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სარი: “მითია, რომ რონალდუსა და დიბალას ერთად თამაში არ შეუძლიათ”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუ და პაულო დიბალა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მერსონი: “არსენალმა” არ უნდა იღელვოს, თუ ობამეიანგი წასვლას გადაწყვეტს”

“არსენალის” ყოფილი ვარსკვლავი პოლ მერსონი თვლის, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ არ უნდა იღელვოს, თუ პიერ-ემერიკ ობამეიანგი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პიოლი: “იბრაჰიმოვიჩი არა თილისმა, არამედ ღვთის საჩუქარია”

“მილანის” მთავარმა მწვრვთნელმა, სტეფანო პიოლიმ, პრესასთან საუბრისას გუნდის ახალწვეულ ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეაქო. შეგახსენებთ, რომ ამ [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო თბილისი” რუმინეთის უიმედო აუტსაიდერთან დამარცხდა

თბილისის “დინამომ” თურქეთში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და რუმინეთის უმაღლესი ლიგის ბოლო ადგილოსთან, “ვოლუნტართან” 1-3 [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სამგურალი” და “დინამო ბათუმი” – გუნდები საუკეთესო ტრანსფერე

ეროვნული ლიგიდან ფეხბურთელების დიდი უმრავლესობა უცხოეთში გაედინება და ყახახეთში, ლატვიაში ან უკრაინაში მიდიან. საოცრად დასუსტდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 18 იანვარი

“ბენფიკას” მაკარიძე სურს უკვე დიდი ხანია იწერება იმის შესახებ, რომ პორტუგალიის ჩემპიონატის წამყვან კლუბებს გიორგი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჰოლანდის ახალი მეგობარი გოგონა” – დორტმუნდის “ბორუსიას” პოს

18 იანვარს დორტმუნდის “ბორუსიაში” ერლინგ ჰოლანდის დებიუტი შედგა. 19 წლის თავდამსხმელი “აუგსბურგთან” მატჩში მოედანზე 56-ე [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

კაზემიროს დუბლით “რეალმა” “სევილია” დაამარცხა (ვიდეო)

ლა ლიგის მე-20 ტურის ცენტრალური მატჩი შაბათს, 20 იანვარს “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა. ესპანეთის სუპერთასის მოგების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰოლანდს სადებიუტო გოლის გასატანად მხოლოდ სამი წუთი დასჭირდა (ვიდეო)

ამ წუთებში მიმდინარეობს ბუნდესლიგის მე-18 ტურის შეხვედრა “აუგსბურგსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის. აღსანიშნავია, რომ ამ [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიეჩი: “ფეხბურთი დიდი თოჯინების შოუა, რომელიც უარესი ხდება”

ამსტერდამის “აიაქსის” ერთ-ერთი ლიდერი ჰაკიმ ზიეჩი პრესასთან საუბრისას ძალიან საინტერესო თემას შეეხო და აღნიშნა, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიომ ერიქსენის საქმესთან დაკავშირებით კონტეს წაკბინა

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, პრესასთან საუბრისას ანტონიო კონტეს უკბინა, რომელმაც საჯაროდ ისაუბრა კრისტიან [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სპორტინგის” მწვრთნელი: “ბრუნო პრემიერ ლიგაში თამაშს იმსახურებს”

“სპორტინგის” მთავარმა მწვრთნელმა, სილასმა, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ბრუნო ფერნანდესზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 25 წლის ნახევარმცველის...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსი” დიბალას ახალ კონტრაქტს სთავაზობს

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა პაულოდ დიბალასთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება გადაწყვიტეს. ეს ყოველივე ევროპული გრანდების მიერ დიბალ...
წაკითხვა