დღის მთავარი სატრანსფერო ამბავი – 28 ივნისი

თარიღი: ივნისი 28, 2017

ტოტის იაპონიაში ეპატიჟებიან

“რომას” ყოფილ თავდამსხმელ ფრანჩესკო ტოტის იაპონიაში ეპატიჟებიან. 40 წლის იტალიელმა შემოთავაზება “ტოკიო ვერდისგან” მიიღო.

იაპონური კლუბი ტოტის სეზონში ჯამაგირის სახით სამ მილიონ ევროს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო ტოტი “რომას” ღირსებას 1993 წლიდან იცავდა. გასული სეზონის ბოლოს მან გუნდი დატოვა, თუმცა პროფსიული კარიერის დასრულების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, ტოტიმ “რომაში” ადმინისტრაციული თანამდებობა ჩაიბარა.

“ბარსელონამ” ბელერინს მოსაფიქრებლად დროს მისცა

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის “ბარსელონამ” ლონდონის “არსენალის” მცველს, ექტორ ბელერინს მოსაფიქრებლად დრო მისცა. “მეთოფეთა” ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს, ითამაშებს თუ არა ის “ბარსელონას” მაისურით.

ალექს სანდრო “პარი სენ-ჟერმენში”?

ტურინის “იუვენტუსის” მარცხენა მცველის, ალექს სანდროს შეძენის სურვილს “ჩელსისთან” და “მანჩესტერ სიტისთან” ერთად “პარი სენ-ჟერმენიც გამოთქვამს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზელები ტურინელებისათვის ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებენ.

“რეალმა” მორატას ფასი გაზარდა

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალმა” მორატას ფასი გაზარდა. შესაბამისად, მისი შეძენის მსურველებმა “სამეფო კლუბს” მინიმუმ 80 მილიონი უნდა შესთავაზონ.

შეგახსენებთ, რომ ესპანელ თავდამსხმელს ყველაზე ხშირად “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებენ.

ევერ ბანეგა “სევილიაში” დაბრუნდა

ევერ ბანეგა მილანის “ინტერიდან” “სევილიაში” დაბრუნდა. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა. 28 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა ანდალუსიურ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტრანსფერის ღირებულება არ სახელდება.

შეგახსენებთ, რომ ევერ ბანეგა “სევილიას” ღირსებას 2014-დან 2016 წლამდე იცავდა. არგენტინელი ფეხბურთელი მილანის “ინტერში” 2016 წლის ზაფხულში გადავიდა. ბანეგამ გასულ სეზონში 33 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

სიომინი ფარფანს: “მათ ხვიჩა ვერ შეირგეს, გული არ დაგწყდეს”

მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი გუნდიდან ჯეფერსონ ფარფანის წასვლას გამოეხმაურა. ფარფანს სიომინის ფორმაციაში მნიშვნელოვანი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბართომეუს თქმით, მესი კარიერას სამ-ოთხ წელიწადში დაასრულებს

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი, ხოსეპ ბართომეუ, დარწმუნებულია, რომ ლეო მესი კარიერას “კამპ ნოუზე” დაასრულებს. შეგახსენებთ,...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა თანხას მიიღებს ევროპა ლიგის გამარჯვებული?

5 აგვისტოს ევროპა ლიგის 2019/20 წლების გათამაშება განახლდა და ცნობილი გახდე იმ ოთხი კლუბის ვინაობა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კაზემირო: “ზიდანთან საუბრისას დღესაც კი ვნერვიულობ”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი კაზემირო, რომელიც ზიდანის სისტემის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახლავთ, ფრანგ სპეციალისტთან მუშაობის თავი...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 5 აგვისტო

ანანიძე რუსეთს უბრუნდება 27 წლის ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე კარიერას კვლავ რუსეთში, “როტორში” გააგრძელებს. რუსული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედოს” პატრიოტული პერფორმანსი

ქუთაისის “ტორპედო” ხვალ, 6 აგვისტოს, ეროვნული ლიგის მე-8 ტურში “თელავს” უმასპინძლებს. კლუბისოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ც...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტყიბულის “მეშახტემ” იაპონელი ნახევარმცველი დაიმატა, რომელიც საქართველოზე ტვიტე

ტყიბულის “მეშახტემ”, რომელიც საქართველოში რანგით მე-3 ლიგაში თამაშობს, იაპონელი  ტაიგა ვატაბე დაიმატა. 28 წლის ვატაბე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავით ხოჭოლავა “ვოლფსბურგთან” გააძევეს (ვიდეო)

დონეცკის “შახტარი” ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში “ვოფლსბურგს” მასპინძლობს და თამაში დასასრულს უახლოვდება...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანო ანანიძე ახალ გუნდში გადავიდა – თვეში 1 მილიონი რუბლი

27 წლის ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე კარიერას კვლავ რუსეთში, “როტორში” გააგრძელებს. რუსული პრესის ინფორმაციით, ჯანომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბაიერნმა” ბოატენგის გაყიდვა გადაწყვიტა, მსურველი არ ჩანს

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელებმა ჟერომ ბოატენგის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ინფორმაციას გერმანული ტაბლოიდი Bild ადასტურებს. რა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბრანისლავ ივანოვიჩი პრემიერ ლიგაში ბრუნდება

ლონდონის “ჩელსის” ექს-კაპიტანი, ბრანისლავ ივანოვიჩი, რომელმაც კარიერის გარკვეული ნაწილი სანკტ-პეტერბურგის “ზენიტში” გაატარა, ბ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსი” ზიდანს, პოჩეტინოს და კიდევ სამ მწვრთნელს დაუკავშირდა

გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი ირწმუნება, რომ ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებს მაურიციო სარის გაშვება აქვთ გადაწყვეტილ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “კასილასი ისტორიული მეკარეა”

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ იკერ კასილასის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, იკერმა გუშინ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 4 აგვისტო

რონალდუს “პარი სენ-ჟერმენში” უნდოდა გადასვლა გავლენიანი გამოცემა France Football ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ტურინის “...
წაკითხვა
ფეხბურთი

გერმანიაში ფანებს ლუდისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებას აუკრძალავენ

ელიტარული გერმანული საფეხბურთო კლუბების შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ ცხადყვეს, რომ ფანები საფეხბურთო კულტურის შემადგენელი ერთ-ერთ […]...
წაკითხვა