დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 24 ივნისი
მანოლასი “ნაპოლის” უახლოვდება
Football Italia-ს ცნობით, “რომას” მცველი კოსტას მანოლასი “ნაპოლიში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. დიდი შანსია, კალიდუ კულიბალი პრემიერ ლიგაში გადავიდეს, რაც მანოლასის ტრანსფერს უფრო რეალურს ხდის.
სარის “იუვენტუსში” პეპე რეინას ხილვა სურს
Calciomercato-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაურისიო სარის ტურინის “იუვენტუსში” პეპე რეინას ხილვა სურს.
სარი და რეინა “ნაპოლიში” ერთად მუშაობდნენ. ტურინელთა ახალი მწვრთნელი ესპანელს სათადარიგო მეკარის როლში განიხილავს.
პერიშიჩი “არსენალში”?
ივან პერიშიჩს “ინტერის” დატოვება სურს. გავრცელებული ინფორმაციით, ხორვატი ფეხბურთელის აგენტი მილანური კლუბის ხელმძღვანელობას უკვე შეხვდა.
იტალიური მედიის ცნობით, არის შანსი იმისა, რომ პერიშიჩი “არსენალში” ვიხილოთ. ლონდონელთა რიგებში თამაში დავად გარემარბსაც სურს.
ხამესმა ჯერ არ იცის, სად ითამაშებს
ხამეს როდრიგესმა განაცხადა, რომ მან ჯერ არ იცის, რომელ კლუბში ითამაშებს მომდევნო სეზონში. როგორც იცით, კოლუმბიელი ნახევარმცველი “რეალიდან” “ბაიერნში” იყო განათხოვრებული. ახლა მისი დამატების სურვილი “ნაპოლის” აქვს.
“არ ვიცი, სად ვითამაშებ მომდევნო სეზონში. ახლა მხოლოდ კოპა ამერიკაზე ვფიქრობ. “ნაპოლიში” ვითამაშებ თუ არა, ეს კლუბეზეა დამოკიდებული”, – ციტირებს ხამესის სიტყვებს Goal.Com.
ვიდალი ჩინურ შემოთავაზებებზე უარს ამბობს
კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველს, არტურო ვიდალს ჩინეთიდან რამდენიმე სარფიანი შემოთავაზება აქვს, თუმცა ის “ბარსელონაში” დარცენას გეგმავს.
ჩილელ ფეხბურთელს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წელს ეწურება.