დღის მთავარი სატრანსფერო – 10 იანვარი

თარიღი: იანვარი 11, 2020

სემედუ “ტოტენჰემში”?

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის “ტოტენჰემი” “ბარსელონას” მარჯვენა მცველით, ნელსონ სემედუთია დაინტერესებული.

“მირორის” ცნობით, ლონდონელთა მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს პორტუგალიელი ფეხბურთელი ძალიან მოსწონს.

“მილანი”, შესაძლოა, დონარუმას “რეალში” გადასვლას დათანხმდეს

Calciomercato-ს ცნობით, შესაძლოა, “მილანი” მადრიდის “რეალის” მიერ ჯანლუიჯი დონარუმას თაობაზე გაკეთებულ შეთავაზებას დათანხმდეს.

უკვე დიდი ხანია, მადრიდული კლუბი “როსონერის” მეკარის მიმართ ინტერესს იჩენს.

“ინტერის” შეთავაზება ჟირუს

დიდი შანსია, “ჩელსის” თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ ისევ ანტონიო კონტესთან ერთად ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციით, მილანურმა კლუბმა ფრანგ ფეხბურთელს შეთავაზება უკვე გაუგზავნა.

Goal.com-ის ცნობით, მოლაპარაკებების პროცესში ანტონიო კონტე აქტიურადაა ჩართული.

“მილანის” უარი “ტოტენჰემს”

იტალიური მედიის ცნობით, “მილანმა” “ტოტენჰემს” კშიშტოფ პიონტეკის იჯარაზე უარი უთხრა.

ამავდროულად, ლონდონური კლუბი ახალ შეთავაზებაზე ფიქრობს. ერთ-ერთი ვერსიით, “ტოტენჰემი” პოლონელი თავდამსხმელი პირდაპირ შეძენას შეეცდება, მის სანაცვლოდ კი “როსონერის” ვიქტორ ვანიამასა და ხუან ფოიტს შეთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ “ტოტენჰემის” კაპიტანმა და მთავარმა მეგოლემ, ჰარი კეინმა ტრავმა მიიღო, რის გამოც სამ თვეს გამოტოვებს.

მბაპე: “ახლა კონტრაქტზე სასაუბროდ შესაფერისი დრო არ არის”

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი, კილიან მბაპე აცხადებს, რომ ახლა კონტრაქტზე სასაუბროდ შესაფერისი დრო არ არის.

“ახლა მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე ვარ კონცენტრირებული, კონტრაქტის გახანგძლივებაზე სასაუბროდ შესაფერისი დრო არ არის. მინდა, მიმდინარე სეზონში გუნდთან ერთად წარმატებას მივაღწიო”, – უთხრა მბაპემ ფრანგულ მედიას.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელის შეძენა არაერთ კლუბს სურს, პსჟ კი მასთან კონტრაქტის გახანძლივებაზე მუშაობს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

იკერ კასილასი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დიდი შანსია, ლეგენდარულმა მეკარე იკერ კასილასმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

სარი: “შეგიძლიათ რონალდუს დედას მადლობა გადაუხადოთ”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ იტალიის თასის მეოთხედფინალში “რომას” დამარცხების (3:1) შემდეგ კრიშტია...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: რის გამო მიიღო მბაპემ ყვითელი ბარათი “რეიმსთან” მატჩში (ვიდეო)

საფრანგეთის თასზე, “რეიმსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ მატჩში (0:3) კურიოზული რამ მოხდა. კილიან მბაპემ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარის ორიგინალური პასი “რეიმსთან” მატჩში (ვიდეო)

საფრანგეთის ლიგის თასზე, “რეიმსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის მიმდინარე მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში ნეიმარმა პასი ორიგინალურად [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანო ანანიძე: “ჩემთვის პრიორიტეტი ევროპაში გადმოსვლა იყო”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოსკოვის “სპარტაკიდან” ფამაგუსტის “ანორთოსისში” გადავიდა. 27 წლის ფეხ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ჯანო ანანიძე კვიპროსის ჩემპიონატში ითამაშებს

კვიპროსული “ანორთოსისის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ. საუბარი ჯანო ანა...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ გამოიყურება ჩიჩარიტოს მეუღლე (ფოტო)

“ლოს ანჯელეს გალაქსის” ახალწვეულის, ხავიერ ერნანდესის მეუღლე 26 წლის სარა კოჰანია. სარა ავსტრალიელი მოდელი და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 22 იანვარი

ოფიციალურად: ჯანო ანანიძე კვიპროსის ჩემპიონატში ითამაშებს კვიპროსული “ანორთოსისის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას კიდევ ერთი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დროზე ვერ შეთანხმდნენ” – რატომ ვერ ჩატარდა “დინამოს” მატჩი?

თბილისის “დინამოს” თურქულ შეკრებაზე დღეს მე-2 ამხანაგური მატჩი ბულგარული “ბოტევის” წინააღმდეგ უნდა გაემართა, მაგრამ შეხვედრა [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან ყენია: “საქართველოს ასეთი შანსი არასდროს ჰქონია”

თბილისის “საბურთალოს” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გუნდის ნახევარმცველის, ლევან ყენიას ინტერვიუ გამოქვეყნდა. ყენია ინტერვიუში “საბურთალოზე&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ოდრიოსოლა “ბაიერნში” ითამაშებს (ფოტო)

მიუნხენის “ბაიერნმა” მადრიდის “რეალიდან” იჯარით ალვარო ოდრიოსოლა დაიმატა. 24 წლის მარჯვენა მცველი ბავარიულ კლუბში მიმდინარე [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლა ლიგის ბიზნეს სკოლის სპორტის მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსზე სწავლა დაიწყო!

21 იანვარს საქართველოში ესპანური ლა ლიგის ბიზნეს სკოლის სპორტის მარკეტინგის სასერთიფიკატო კურზე კურსზე სწავლა დაიწყო. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ვასილ მაისურაძე გაწვრთნის

საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებს ამიერიდან ვასილ მაისურაძე გაწვრთნის. ეს ინფორმაცია დღეს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

კევინ დე ბრუნი პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი გუშინ პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა. ბელგიელი პირველი ფეხბურთელი გახდა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რა სუნია?” – კალვერტ-ლიუინი ლასელსის წინააღმდეგ (ვიდეო)

21 იანვარს ინგლისის პრემიერ ლიგაში “ევერტონმა” საკუთარ მოედანზე “ნიუკასლი” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა. მატჩის […]...
წაკითხვა