დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 10 აგვისტო
“რეალი” დიბალას სანაცვლოდ კროოსს ან ისკოს შეელევა
მადრიდის “რეალის” ახალ სატრანსფერო სამიზნეს ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი შემტევი, პაულო დიბალა, წარმოადგენს. მადრიდელები მზად არიან “ბებერ ქალბატონს” ასი მილიონი ევროს ტოლფასი შეთავაზება გაუკეთონ.
მიუხედავად იმისა, რომ იტალიის მოქმედ ჩემპიონს დიბალას შენარჩუნება სურს, “რეალი” მაინც ეცდება ტრანსფერში ტონი კროოსის ან ისკოს ჩართვას.
“ბარსელონამ” თვალი ბერნარდო სილვას დაადგა
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Telegraph ირწმუნება, რომ “ბარსელონას” ხელმძღვანელები ბერნარდო სილვას დამატებას ცდილობენ. კატალონიელები “სიტის” პორტუგალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ერთ მოთამაშესა და გარკვეულ თანხას პირდებიან.
პირველადი ინფორმაციით, “ლურჯ-ბროწეულისფრები” ტრანსფერში ნელსონ სემედუს ჩართვას გეგმავენ.
კუბო “ვილიარეალში” ითამაშებს
მადრიდის “რეალის” აზიელი შემტევი, ტაკეფუსა კუბო ერთი სეზონის მანძილზე “ვილიარეალის” ღირსებას დაიცავს. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა ორივე კლუბის ოფიციალურმა საიტმა.
#Villarreal and @realmadriden have reached an agreement 🤝 for the loan of Takefusa Kubo.
Welcome to Villarreal, Take! 💛👏
久保建英選手ようこそビジャレアルへ!#WelcomeKubo
👉https://t.co/zTNRQJQn61 pic.twitter.com/hSRpG0guw2
— Villarreal CF English (@Eng_Villarreal) August 10, 2020
სანჩო “ბორუსიაში” რჩება
დორტმუნდის “ბორუსიას” ვარსკვლავი, ჯეიდონ სანჩო, მომავალ სეზონშიც “სიგნალ იდუნა პარკზე” ითამაშებს. ამ ინფორმაციას კლუბის ხელმძღვანელებიც ადასტურებენ.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, “ბორუსიამ” “მანჩესტერ იუნაიტედს” სანჩოს ტრანსფერის თაობაზე გარკვეული ვადა მისცა, რომელიც ისე ამოიწურა, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ.
“ჩელსი” და “ლაციო” რეგილონისთვის იბრძვიან
მადრიდის “რეალის” მიერ “სევილიაში” განათხოვრებული სერხიო რეგილონი რომის “ლაციოსა” და ლონდონის “ჩელსის” ინტერესთა სფეროში მოექცა.
როგორც ჩანს, ფრენკ ლამპარდი 23 წლის რეგილონის ტრანსფერით მარკოს ალონსოს შეცვლას ცდილობს. ამ უკანასკნეის ფასი კი დაახლოებით 20 მილიონ ევროს შეადგენს.