დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (10 იანვარი)
სტორარი გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “კალიარის” მეკარე, მარკო სტორარი დღეს “მილანსა” და “ჯენოას” შორის არჩევანს გააკეთებს.
ვეტერან მეკარეს “მილანში” მეორე ნომრად მოიაზრებენ, საჭიროების შემთხვევაში, მან ჯანლუიჯი დონარუმა უნდა შეცვალოს. რაც შეეხება “ჯენოას”, ამ გუნდს მატია პერინი დაემტვრა, რის გამოც, დიდი შანსია, სტორარის იქ გადასვლის შემთხვევაში სათამაშო დრო მიეცეს.
კლოპი კოუტინიოს წასვლას გამორიცხავს
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ფილიპე კოუტინიოს “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.
“არაფერი შეცვლილა, კოუტინიო ჩვენი გუნდის წევრია და მის წასვლაზე არავინ ფიქრობს”, – ამბობს გერმანელი სპეციალისტი.
ედეგორი ჰოლანდიაში გაანათხოვრეს
“ჰერენვენის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მადრიდის “რეალის” საკუთრებაში მყოფმა მარტინ ედეგორმა სეზონის ბოლომდე ჰოლანდიური კლუბის ღირსება უნდა დაიცვას.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის მაისში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც “რეალის” მაისურით ითამაშა (16 წლის და 157 დღის). თუმცა, მას “სანტიაგო ბერნაბეუს” დატოვება არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო მოუწია.
“ლივერპული” ზამთარში კვინსი პრომესს არ იყიდის
“ლივერპული” ზამთარში კვინსი პრომესის შეძენას არ აპირებს. მართალია, 25 წლის ფეხბურთელს კარგა ხანი აკვირდებოდნენ “მერსესაიდელი” სკაუტები, მაგრამ იურგენ კლოპი ამჟამად, გუნდში მისი დამატების აუცილებლობას ვერ ხედავს.
დავით თარგამაძე შესაძლოა, “ზორიას” შეუერთდეს
დონეცკის “შახტარის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი დავით თარგამაძე შესაძლოა, ლუგანსკის “ზორიას” შეუერთდეს. ამ ინფორმაციას უკრაინული პრესა ავრცელებს.
ქართველ ფეხბურთელს “მეშახტეებთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის პირველ იანვარს ამოეწურა და ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.