დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 10 ივლისი

თარიღი: ივლისი 11, 2019

“იუვენტუსი” დე ლიხტში 75 მილიონს გადაიხდის.

დიდი ალბათობით, ტურინის “იუვენტუსი” ამსტერდამის “აიაქსს” მატეის დე ლიხტის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს გადაუხდის.

ტურინელები ახალგაზრდა მცველში 67 მილიონს იხდიდნენ, მაგრამ ამსტერდამელები ამ წინადადებას არ თანხმდებოდნენ. როგორც კი კლუბები შეთანხმებას მიაღწევენ, დე ლიხტი “იუვეში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ კონტრაქტს ხელს მოაწერს.

სოლსკიაერმა პოგბასა და ლუკაკუზე კომენტარი გააკეთა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა პოლ პოგბასა და რომელუ ლუკაკუს შესახებ კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, ორივე მათგანის გუნდიდან წასვლის შესახებ პრესაში ხშირად იწერება.

“ზაფხულში ყოველთვის ბევრი სპეკულაციაა. ლუკაკუც და პოგბაც ჩვენთან ერთად არიან. მათაც ისევე ვესაუბრე, როგორც სხვა დანარჩენ ფეხბურთელებს”, – თქვა ნორვეგიელმა მწვრთნელმა.

ლინდელოფს “ბარსელონას” უკავშირებენ

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არის შანსი იმისა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი, ვიქტორ ლინდელოფი მალე “ბარსელონაში” ვიხილოთ.

როგორც იცით, კატალონიელებს მატეის დე ლიხტის შეძენა სურდათ, მაგრამ ჰოლანდიელი მცველი, დიდი ალბათობით, “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდება. სწორედ ამიტომ, “ბარსელონა” ლინდელოფის ტრანსფერზე გადართვას გეგმავს.

ბალოტელი “ვესტ ჰემში”?

Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის “ვესტ ჰემს” მარიო ბალოტელის დამატება შესთავაზეს.

როგორც იცით, იტალიელი თავდამსხმელი ახლა თავისუფალი აგენტია. მას პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, თავის დროზე ის “მანჩესტერ სიტისა” და “ლივერპულში” თამაშობდა.

“ბაიერნი” მანჯუკიჩის დაბრუნებაზე ფიქრობს

Sport Bild-ის ცნობით, მიუნხენის “ბაიერნი” ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელის, მარიო მანჯუკიჩის ტრანსფერის საკითხს განიხილავს.

როგორც იცით, ხორვატი ფეხბურთელი “ბაიერნში” 2012-2014 წლებში თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ითამაშებს თუ არა გიორგი კოხრეიძე ზაგრების “დინამოს” წინააღმდეგ?

16 ივლისს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი შედგა თბილისის “საბურთალოსა” და ტირასპოლის “შერიფს”...
წაკითხვა
ფეხბურთი

კირან ტრიპიერი “ატლეტიკოში” გადავიდა

კირან ტრიპიერი “ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” მადრიდის “ატლეტიკოში” გადავიდა. 28 წლის ფეხბურთელმა ესპანურ კლუბთან სამწლიანი შრომითი ხე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბერიკა შუკაკიძე: “აბერდინთან” გამარჯვება გმირობა იქნება”

საჩხერის “ჩიხურას” დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ “ფოლას” დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა. “პირველ რიგში მინდა მივულო...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 17 ივლისი

“მილანი” მოდრიჩის ტრანსფერით ინტერესდება გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ირწმუნება, რომ “მილანის” ხელმძღვანელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობერტო ფირმინოს ჩაცმულობას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა (ფოტო)

“ლივერპულის” თავდამსხმელი, რობერტო ფირმინო ფილიპე კოუტინიოსთან ერთად ბრაზილიაში წვეულებას დაესწრო. ფირმინო ღონისძიებას ორიგინალური ჩაცმულო...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალოს” გადაწყვეტილება და მიმართვა გულშემატკივარს

“საბურთალომ” ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემდეგ ოფიციალური განცხადება გააკეთა და გულშემატკივარს მიმართა. გვინდა...
წაკითხვა
ფეხბურთი

სოსო ფრუიძე: “ასეთ შეცდომებს არცერთი ნორმალური დონის გუნდი არ გვაპატიებდა”

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში საჩხერის “ჩიხურამ” “დინამო არენაზე” ლუქსემბურგული “ფოლა” დაა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯეფ შტრასერი: “აბერდინი” “ჩიხურაზე” გაცილებით ძლიერი გუნდია”

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში საჩხერის “ჩიხურამ” “დინამო არენაზე” ლუქსემბურგული “ფოლა...
წაკითხვა
ფეხბურთი

საჩხერის “ჩიხურამ” “ფოლა” კვლავ დამაჯერებლად დაამარცხა

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში საჩხერის “ჩიხურამ” კვლავ მოახერხა ლუქსემბურგის “ფოლას” დამარცხება და შემ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მათე ცინცაძე “ორდაბასთან” მატჩამდე: “გუნდში საბრძოლო განწყობაა”

18 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა შედგება ქუთაისის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა ჩხეტიანი: “მჯერა, რომ ჩვენი ფეხბურთელები მაქსიმუმს გაიღებენ გამარჯვებისთვისR

18 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა შედგება ქუთაისის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ყრუაშვილი ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა

ქართველი არბიტრი, გიორგი ყრუაშვილი ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა. ქართველი მსაჯი ფიფას მეორე კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედომ” “ორდაბასთან” მატჩის წინ ბოლო ტრანსფერი განახორციელა

ქუთაისის “ტორპედომ” ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩამდე ბოლო ტრანსფერი განახორციელა და მარჯვენა მცველი [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

FIFA 20: “ღალატის” გამო, “იუვენტუსს” სახელი, ფორმა და გერბი შეეცვლ

მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ვიდეოთამაშების კომპანია Konami-მ, რომლის პროდუქტიც Pro Evolution Soccer 2020 (PES) გახლავთ, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევანდოვსკი: “ბაიერნი” უნდა გაძლიერდეს, ორი წელია დიდი ტრანსფერი არ განგვიხორც

მიუნხენის “ბაიერნის” პოლონელი ვარსკვლავი, რობერტ ლევანდოვსკი, კლუბის ხელმძღვანელობას სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობისკენ მოუწოდებს. შეგახს...
წაკითხვა