დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 11 აგვისტო
რაკიტიჩი “ინტერში”?
მილანის “ინტერის” ხელმძღვანელობას კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის შეძენის იმედი აქვს.
მილანური კლუბი მზადაა ხორვატ ფეხბურთელში 50 მილიონი ევრო გადაიხადოს.
დე ხეას მომავალი კვლავაც გაურკვეველია
“მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარეს, დავიდ დე ხეას კლუბთან ახალი კონტრაქტი ჯერ გაუფორმებია. “მირორის” ცნობით, შესაძლოა, ესპანელმა ფეხბურთელმა კლუბი შეიცვალოს.
ცნობილია, რომ მის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს მადრიდის “რეალი” იჩენს.
“ბაიერნი”, შესაძლოა, ბეილის ტრანსფერზე გადაერთოს
გერმანული გამოცემების ცნობით, შესაძლოა, მიუნხენის “ბაიერნმა” მადრიდის “რეალის” გარემარბი, გარეტ ბეილი შეიძინოს.
როგორც იცით, ბავარიელების სამიზნე ლეროი სანე იყო, თუმცა ეს ტრანსფერი არ შედგა. ახლა “ბაიერნის” ხელმძღვანელობა ივან რაკიტიჩისა და ბეილის ვარიანტებს განიხილავს.
“ფიორენტინა” სუსოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “ფიორენტინას” “მილანის” შემტევი ნახევარმცველის, სუსოს შეძენა სურს. “იები” ტრანსფერის თაობაზე უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
ესპანელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევროა.
მარსელომ იტალიურ კლუბებს უარი უთხრა
მადრიდის “რეალის” მარცხენა მცველმა, მარსელომ დაადასტურა, რომ მიმდინარე ზაფხულში მისი შეძენა იტალიურ კლუბებს სურდათ.
“იტალიურ კლუბებს ჩემი შეძენა სურდათ. მე “რეალი” მიყვარს, ეს ჩემი სახლია”, – უთხრა მარსელომა Gazzetta dello Sport-ს.