დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 11 აგვისტო
“ჩელსი” და “ბარსა” ტალიაფიკოს ტრანსფერისთვის იბრძვიან
ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები კატალონიის “ბარსელონას” სამიზნის, ნიკოლას ტალიაფიკოს, ტრანსფერით არიან დაინტერესებულები. ინფორმაციას Sky Sports ადასტურებს.
“პენსიონერები” ტალიაფიკოს ბენ ჩილუელის ალტერნატივად განიხილავენ. გარდა ამისა, “ჩელსი” არც სერხიო რეგილონის ტრანსფერის ვარიანტს გამორიცხავს.
“მანჩესტერ იუნაიტედი” დემბელეზე გადაერთო
კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ვარსკვლავი, უსმან დემბელე, “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ სატრანსფერო სამიზნედ იქცა. როგორც იცით, ბოლოს “ოლდ ტრაფორდელები” ჯეიდონს სანჩოს გადაბირებას ცდილობდნენ.
ESPN-ის ცნობით, “ბორუსიამ” სანჩოს ტრანსფერში 120 მილიონი ევრო მოითხოვა, რისი გადახდაც ინგლისელებმა ვერ შეძლეს. სწორედ ამიტომაც, შეეცდებიან გუნდის დემბელეს ტრანსფერით გაძლიერებას.
ზიდანს ოდეგორის დაბრუნება სურს
მადრიდის “რეალს” “რეალ სოსიედადისთვის” მარტინ ედეგორის არენდის ბოლომდე დასრულების პირობა ჰქონდა მიცემული, თუმცა მისი გადათქმა მუწევს.
საქმე ის გახლავთ, რომ “ბლანკოსის” თავკაც ზინედინ ზიდანს მომავალ სეზონში მის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად ქცევის გეგმა აქვს.
ჰოიბიერგი “ტოტენჰემში” ითამაშებს
ლონდონის “ტოტენჰემმა” ჟოზე მოურინიოს რჩეულ პიერ-ემილ ჰოიბიერგის ტრანსფერი განახორციელა. The Telegraph-ის ცნობით, ეს ტრანსფერი “სპურსს” 16.7 მილიონი ევრო დაუჯდა.
✍️ We are delighted to announce the signing of Pierre-Emile Højbjerg from Southampton!#HøjbjergIsHere ⚪️ #COYS
— Tottenham Hotspur (@SpursOfficial) August 11, 2020
ჩალჰანოღლუ “მილანში” რჩება
“მილანის” ვარსკვლავი ჰაკან ჩალჰანოღლუ, დიდი ალბათობით, “მილანის” ხელმძღვანელობასთან ახალ, გრძელვადიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ინფორმაციას Calcio Mercato ადასტურებს.
“როსონერის” სურს, რომ ფეხბურთელი 2024 წლის ზაფხულამდე შეინარჩუნონ. მის ამჟამინდელ კონტრაქტს კი ვადა მომდევნო წელს ეწურება.
გიოტცემ ამერიკული წინადადება უარყო
დორტმუნდის “ბორუსიას” მიერ დათხოვნილმა მარიო გიოტცემ MLS-ის კლუბისგან საკმაოდ სარფიანი წინადადება მიიღო, თუმცა დაუფიქრებლად გაისტუმრა უარით.
როგორც 28 წლის ფეხბურთელი აცხადებს, მას ამ ეტაპისთვის არ სურს ევროპის კონტინენტის დატოვება და მზადაა, დაამტკიცოს, რომ კვლავაც შეუძლია მაღალ დონეზე თამაში.