დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 11 აგვისტო

თარიღი: აგვისტო 12, 2020

“ჩელსი” და “ბარსა” ტალიაფიკოს ტრანსფერისთვის იბრძვიან

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები კატალონიის “ბარსელონას” სამიზნის, ნიკოლას ტალიაფიკოს, ტრანსფერით არიან დაინტერესებულები. ინფორმაციას Sky Sports ადასტურებს.

“პენსიონერები” ტალიაფიკოს ბენ ჩილუელის ალტერნატივად განიხილავენ. გარდა ამისა, “ჩელსი” არც სერხიო რეგილონის ტრანსფერის ვარიანტს გამორიცხავს.


“მანჩესტერ იუნაიტედი” დემბელეზე გადაერთო

კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ვარსკვლავი, უსმან დემბელე, “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ სატრანსფერო სამიზნედ იქცა. როგორც იცით, ბოლოს “ოლდ ტრაფორდელები” ჯეიდონს სანჩოს გადაბირებას ცდილობდნენ.

ESPN-ის ცნობით, “ბორუსიამ” სანჩოს ტრანსფერში 120 მილიონი ევრო მოითხოვა, რისი გადახდაც ინგლისელებმა ვერ შეძლეს. სწორედ ამიტომაც, შეეცდებიან გუნდის დემბელეს ტრანსფერით გაძლიერებას.


ზიდანს ოდეგორის დაბრუნება სურს

მადრიდის “რეალს” “რეალ სოსიედადისთვის” მარტინ ედეგორის არენდის ბოლომდე დასრულების პირობა ჰქონდა მიცემული, თუმცა მისი გადათქმა მუწევს.

საქმე ის გახლავთ, რომ “ბლანკოსის” თავკაც ზინედინ ზიდანს მომავალ სეზონში მის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად ქცევის გეგმა აქვს.


ჰოიბიერგი “ტოტენჰემში” ითამაშებს

ლონდონის “ტოტენჰემმა” ჟოზე მოურინიოს რჩეულ პიერ-ემილ ჰოიბიერგის ტრანსფერი განახორციელა. The Telegraph-ის ცნობით, ეს ტრანსფერი “სპურსს” 16.7 მილიონი ევრო დაუჯდა.


ჩალჰანოღლუ “მილანში” რჩება

“მილანის” ვარსკვლავი ჰაკან ჩალჰანოღლუ, დიდი ალბათობით, “მილანის” ხელმძღვანელობასთან ახალ, გრძელვადიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ინფორმაციას Calcio Mercato ადასტურებს.

“როსონერის” სურს, რომ ფეხბურთელი 2024 წლის ზაფხულამდე შეინარჩუნონ. მის ამჟამინდელ კონტრაქტს კი ვადა მომდევნო წელს ეწურება.


გიოტცემ ამერიკული წინადადება უარყო

დორტმუნდის “ბორუსიას” მიერ დათხოვნილმა მარიო გიოტცემ MLS-ის კლუბისგან საკმაოდ სარფიანი წინადადება მიიღო, თუმცა დაუფიქრებლად გაისტუმრა უარით.

როგორც 28 წლის ფეხბურთელი აცხადებს, მას ამ ეტაპისთვის არ სურს ევროპის კონტინენტის დატოვება და მზადაა, დაამტკიცოს, რომ კვლავაც შეუძლია მაღალ დონეზე თამაში.


მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რობენი ნაკრებში დაბრუნებას და ევრო-2020-ზე თამაშს არ გამორიცხავს

ნიდერლანდების ეროვნული გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა არიენ რობენმა, რომელიც დღესდღეობით “გრონინგენში” თამაშობს, ნაკრებში დაბრუნება და ევრო...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ადექი, მსუქანო” – რა უთხრეს ერთმანეთს სუარესმა და “ბარსელონასR

8 მაისს, ლა ლიგის 35-ე ტურში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე მადრიდის “ატლეტიკოს” უმასპინძლა და ფრედ 0:0 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოთარ კიტეიშვილის გოლი “ზალცბურგის” კარში (ვიდეო)

9 მაისს, ავსტრიის ჩემპიონატის 29-ე ტურში ოთარ კიტეიშვილის “შტურმი” საკუთარ მოედანზე “ზალცბურგს” დაუპირისპირდა და 1:3 […...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო თბილისი” ესპანელმა ფეხბურთელმა დატოვა

“დინამო თბილისის” ოფიციალური გვერდი იტყობინება, რომ “ესპანელ ლეგიონერს კარლოს კასტროსა და ჩვენს კლუბს შორის არსებული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტის” ყოფილი ფეხბურთელი მე-4 ლიგაში თამაშობს

“დინამო თბილისის” ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, ფილიპ ორშულა მე-2 გუნდში თამაშობს და ისიც, ძირითადად შეცვლაზე. […...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე: “ჯერ გამგეობაში და საკრებულოში მუშაობის გამოცდილება გვჭირდება”

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე ბოლო დღეებში მედიაში გავრცელებულ ამბავს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა. რამდენიმე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მჭედლიძეს მიკრო ტრავმა აქვს, თუმცა “დინამო” ჯერ არ დაუტოვებია

გუშინ ბათუმის “დინამომ” თბილისის “დინამო” 1-0 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მატჩამდე 3 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანიოლი: “პირველი, ვისაც დავუკავშირდი, გიორგი მიქაუტაძე იყო”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გიორგი მიქაუტაძის შესახებ კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტი ამბობს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი მიქაუტაძემ ფლეი-ოფის განმეორებით მატჩშიც გაიტანა (ვიდეო)

ბელგიის ჩემპიონატის ფლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის “სერენი” სტუმრად “ვასლანდ-ბევერენს” უპირისპირდება. ქართ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამომ” 7000 გულშემატკივრის წინ “დინამო თბილისს” მოუგო

ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმის ახალ არენაზე გაიმართა, რომელსაც 7 ათასზე მეტი გულშემატკივარი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანო ანანიძეს ბათუმის “დინამოს” გულშემატკივარი სტვენით შეხვდა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნულ ლიგაში, ბათუმის “დინამოსა” და თბილისის “დინამოს” შორის მიმდინარე მატჩში, 63-ე წუთზე ჯანო ანანიძემ [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარმა “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტი გაახანგძლივა

ნეიმარმა “პარი სენ-ჟერმენთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც ის კლუბში 2025 წლის ჩათვლით დარჩება. ახალი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკაკუ: “ზლატანის მსგავსი ფეხბურთელები სერია A-ს სჭირდება”

“ინტერის” თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან დაპირისპირება გაიხსენა და შვედი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ...
წაკითხვა