დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 11 იანვარი
კიეზამ, შესაძლოა, “ფიორენტინა” დატოვოს
იტალიური მედიის ინფორმაციათ, შესაძლოა, მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფედერიკო კიეზამ “ფიორენტინა” დატოვოს.
22 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლები კლუბის პრეზიდენტს უკვე შეხვდნენ და მასთან ისაუბრეს. კიეზას შეძენის სურვილი “იუვენტუსს”, “ინტერსა” და “ლივერპულს” აქვთ.
თუ ვალვერდე წავა, ვიდალი “ინტერში” გადავა
Mundo Deportivo-ს ცნობით, არტურო ვიდალის მომავალი “ბარსელონაში” ერნესტო ვალვერდეზეა დამოკიდებული.
იმ შემთხვევაში, თუ “ბარსელონა” ვალვერდეს დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლებს, მაშინ ჩილელი ნახევარმცველი “ინტერში” გადაბარგდება.
კანტე “რეალში”?
ბრიტანული მედიის ცნობით, “ჩელსის” ნახევარმცველი, ნგოლო კანტე მადრიდის “რეალში” გადასვლაზე ფიქრობს.
ფრანგ ფეხბურთელს ახალი გამოწვევა სურს, “რეალი” კი მზადაა “ჩელსის” მის სანაცვლოდ 100 მილიონი ფუნტი გადაუხადოს.
“ინტერი” ერიქსენის ტრანსფერზე მუშაობს
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მილანის “ინტერის” ხელმძღვანელები მილანში კრისტიან ერიქსენის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
“ინტერში” გადასვლის სურვილი თავად ერიქსენსაც აქვს, რამაც შესაძლოა, ტრანსფერი უფრო დააჩქაროს.