დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 11 ივლისი
“ჩელსი” მორატას ტრანსფერში 80 მილიონ ევროს იხდის
რომელუ ლუკაკუს ხელიდან გაშვების შემდეგ, ლონდონის “ჩელსის ხელმძღვანელებმა მთელი ყურადღება მადრიდის “რეალის” ესპანელ თავდამსხმელზე, ალვარო მორატაზე გადაიტანეს.
As-ის ცნობით, “არისტოკრატები” მზად არიან 80 მილიონი ევრო გადარიცხონ მადრიდელთა საბანკო ანგარიშზე თუ “რეალი” მორატას წასვლის უფლებას მისცემს.
“ატლეტიკომ” ფაბინიოსთან შეათანხმა
As-ის ცნობით, მადრიდის “ატლეტიკოს” მესვეურებმა “მონაკოს” ბრაზილიელი ფეხბურთელთან, ფაბინიოსთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს.
მართალია, ფაბინიოს გადაბირებისთვის “მანჩესტერ იუნაიტედის”, “პარი სენ-ჟერმენისა” და “მანჩესტერ სიტის” უფროსებიც იბრძოდნენ, თუმცა ბრაზილიელმა არჩევანი მადრიდულ კლუბზე გააკეთა, რომელსაც სატრანსფერო დისკვალიფიკაცია 2018 წლის იანვარში ეხსნება და რომელიც 45 მილიონ ევროს იხდის მის ტრანსფერში.
“რეალი” კოვაჩიჩის გაშვებას გეგმავს
მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები გუნდის ხორვატი ნახევარმცველის, მატეო კოვაჩიჩის გაყიდვას გეგმავენ. ამ ინფორმაციას Evening Standard ავრცელებს.
როგორც უკვე გაცნობეთ, მატეო კოვაჩიჩის მიმართ ინტერესს “ტოტენჰემის” მესვეურები იჩენენ. ხორვატი ფეხბურთელის გაშვებით კი მადრიდელები კილიან მბაპესთვის ადგილის გათავისუფლებას ცდილობენ.
“ლესტერ სიტიმ” კელეჩი იჰეანაჩო დაიმატა
Sky Sports-ის რედაქცია ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, “მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდა თავდამსხმელი, კელეჩი იჰეანაჩო მომავალი სეზონიდან “მანჩესტერ სიტის” რიგებში იასპარეზებს.
როგორც ცნობილი ხდება, 20 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში “მელიები” 25 მილიონ ფუნტს იხდიან და ამავდროულად “ქალაქელებს” მისი გამოსყიდვის უფლებასაც უნარჩუნებენ.
“მანჩესტერ იუნაიტედმა” მარსიალს ფასი დაადო
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო გუნდში ანტონი მარსიალის ადგილს ვერ ხედავს და მისი გაყიდვა აქვს განზრახული.
ბრიტანული პრესის ცნობით, “მანჩესტერელები” ფრანგი შემტევის სანაცვლო 30 მილიონ ევროს ფუნტს ითხოვენ, თუმცა არც მისი განათხოვრების ვარიანტს გამორიცხავენ.