დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 11 ივლისი
“მანჩესტერ იუნაიტედი” მილინკოვიჩ-სავიჩში 80 მილიონი ევროს გადახდას აპირებს
“მანჩესტერ იუნაიტედი” “ლაციოსათვის” მილინკოვიჩ-სავიჩის სანაცვლოდ 80 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.
როგორც იცით, დიდია შანსი იმისა, რომ პოგბამ გუნდი დატოვოს, ამიტომაც სულშერი მის შემცვლელს ეძებს.
ხედირა “ფენერბაღჩეში”?
გავრცელებული ინფორმაციით, “ფენერბაღცეს” “იუვენტუსის” ნახევარმცველის, სამი ხედირას შეძენა სურს.
Sky Sport Italia-ს ცნობით, თურქულმა კლუბმა 32 წლის ფეხბურთელს შეთავაზება უკვე გაუგზავნა.
როგორც იცით, “იუვენტუსმა” ადრიენ რაბიო და აარონ რემზი დაიმატა, რაც დიდი ალბათობით, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ხედირას სათამაშო დრო კიდევ უფრო შემცირდება.
ლუკაკუს “ინტერში” გადასვლა სურს
ESPN-ის ცნობით, რომელუ ლუკაკუმ “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობას უკვე განუცხადა, რომ მას გუნდის დატოვება სურს.
ბელგიელ თავდამსხმელს შესაძლო ვარიანტებიდან ყველაზე მეტად “ინტერში” გადასვლა ხიბლავს. “იუნაიტედი” მის გასხვისებას 80 მილიონ ფუნტად გეგმავს.
ნეიმარი “რეალის” სამიზნე აღარ არის
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” ნეიმარისათვის ბრძოლას აღარ აპირებს.
ცნობილია, რომ ბრაზილიელი თავდამსხმელი “პარი სენ-ჟერმენის” დატოვებასთან ძალიან ახლოსაა. დიდი ალბათობით, მას “ბარსელონაში” ვიხილავთ.
“მანჩესტერ სიტი” დანი ალვეშის დამატებაზე ფიქრობს
არ არის გამორიცხული, ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დანი ალვეში “მანჩესტერ სიტიში” ვიხილოთ.
ალვეში ახლა თავისუფალი აგენტია და მის მიმართ ინტერესს არაერთი კლუბი იჩენს. “სიტის” მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას კი ბრაზილიელთან მუშაობის გამოცდილება აქვს.