დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 12 აგვისტო
“მონაკომ” ბენ იედერის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია
“მონაკომ” “სევილიასთან” ვისამ ბენ იედერის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. ფრანგული კლუბი 29 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს გადაიხდის.
ბენ იედერი “მონაკოსთან” 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
ანჩელოტის იკარდის შეძენა სურს
“ნაპოლის” მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის მაურო იკარდის დამატება სურს. იტალიელი სპეციალისტი “ინტერის” არგენტინელ თავდამსხმელს ტელეფონით უკვე გაეუსაუბრა.
ანჩელოტი დარწმუნებულია, რომ კლუბები ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწევენ.
“ბაიერნი” კოუტინიოზე ფიქრობს
Mundo Deportivo-ს ცნობით, მიუნხენის “ბაიერნი” “ბარსელონას” ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს შეძენაზე ფიქრობს. ბავარიული კლუბის წარმომადგენლები ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ.
არ არის გამორიცხული, კოუტინიომ გუნდი საერთოდ არ შეიცვალოს და “ბარსელონაში” დარჩეს.
“ინტერის” შეთავაზება “რომას”
მილანის “ინტერის” ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ამ ზაფხულში ედინ ჯეკოს შეიძენენ. “ნერაძურიმ” “რომას” ბოსნიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო შესთავაზა.
როგორც იცით, “ინტერმა” რამდენიმე დღის წინ რომელუ ლუკაკუც შეიძინა.
ემრე ჩანმა, შესაძლოა, “იუვენტუსი” დატოვოს
იტალიური მედიის ცნობით, დიდია შანსი იმისა, რომ მიმდინარე ზაფხულში ემრე ჩანმა “იუვენტუსი” დატოვოს.
Mediaset-ის ინფორმაციით, მაურიციო სარის გერმანელი ნახევარმცველი არ მოსწონს და ის იმ რამდენიმე ფეხბურთელიდან ერთ-ერთია, რომლის გაშვებასაც კლუბი აპირებს.