დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 12 იანვარი
“ატალანტამ” კალდარა დაიბრუნა
მატია კალდარამ “მილანი” დატოვა და “ატალანტას” 18-თვიანი იჯარით დაუბრუნდა. ბერგამოელებს ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების სრულად გამოსყიდვაც შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ “როსონერიმ” კალდარა 2018 წლის ზაფხულში შეიძინა, მაგრამ მას ტრავმების გამო თამაში არ უწევდა.
“მანჩესტერ სიტი” დავიდ სილვას შემცვლელს არ შეიძენს
ესპანელი ნახევარმცველი, დავიდ სილვა სეზონის ბოლოს “მანჩესტერ სიტის” დატოვებს, თუმცა კლუბი მისი შემცვლელის შეძენას არ აპირებს.
პეპ გვარდიოლას თქმით, გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელი ფილ ფოდენი მზადაა დავიდ სილვა სრულფასოვნად შეცვალოს.
“ინტერმა” ერიქსენთან შეთანხმებას მიაღწია
მილანის “ინტერმა” კრისტიან ერიქსენთან შეთანხმებას მიაღწია. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ბელგიელი ნახევარმცველი მზადაა მილანურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმოს. ის ხელფასის სახით, სეზონში 7.5 მილიონ ევროს მიიღებს.
ახლა მნიშვნელოვანია, რომ “ინტერი” “ტოტენჰემსაც” შეუთანხმდეს.
ვან დე ბეკი იანვარში “აიაქსის” დატოვებას გამორიცხავს
ამსტერდამის “აიაქსის” შემტევი ნახევარმცველი, დონი ვან დე ბეკი მიმდინარე ზამთარში კლუბის გამოცვლას არ გეგმავს.
22 წლის ფეხბურთელის შეძენა არაერთ კლუბს სურს, თუმცა ყველაზე მეტად “იუვენტუსი” და “ტოტენჰემი” აქტიურობენ. დიდი ალბათობით, ტრანსფერს ზაფხულში ვიხილავთ.